კატეგორია: სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი – მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნიკა გვარამია დღეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. […]

გიორგი გაბუნია – “ბრძოლა გაგრძელდება, მთავარი არხი მუშაობას გააგრძელებს”

გიორგი გაბუნია - "ბრძოლა გაგრძელდება, მთავარი არხი მუშაობას გააგრძელებს"

ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მთავარი არხი, ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას – განაცხადა “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენის შემდეგ: “სამწუხაროდ, მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენი სასამართლოსგან. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა იქცა […]

ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს

ნიკა გვარამია სასამართლოში დააკავეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ […]

ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ნიკა გვარამია - "დიდი პარადოქსია, ციხეში რომ არ ვზივარ"

„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლის განცხადებითვე, მას სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავებენ. რაც შეეხება იმავე საქმეზე ბრალდებულებს ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლემ განმარტა, რომ […]

ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება

გვარამია - "უკრაინა სააკაშვილს მოითხოვს"

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით. გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის […]

სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისწყალში იპოვეს

სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი, დილით მდინარე გუბისწყალში იპოვეს. 60 წლის მამაკაცი, 8 მაისს, საქონლის სამწყესად წავიდა, გვიან კი შინ აღარ დაბრუნდა, რის შემდეგადაც მისი სამძებრო ღონისძიებები დაიწყო. ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ინფოიმერეთი.გე

რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელის სახლის სახურავზე მაცხოვრებელი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა სადაც მამაკაცის ცხედარი ნახა. მოგვიანებით გაირკვა რომ 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. ინფორუსთავი

5 მოსამართლე სასამართლოების კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

5 მოსამართლე სასამართლოების კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

5 მოქმედი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მისი ავტორები – ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია არიან. საჩივრის ავტორები წერენ, რომ მიღებული ცვლილებები აჩენს განცდას, რომ მიზანი არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, “ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა. სარჩელში აღნიშნულია, რომ მათი კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებები არ […]

გორში საკადრო წმენდა დაიწყო – 10 მაღალჩინოსანს გაათავისუფლებენ

გორში საკადრო წმენდა დაიწყო - 10 მაღალჩინოსანს გაათავისუფლებენ

ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმის შემდეგ, გორის მერიაში საკადრო წმენდა იწყება – “მთავარი არხის” ინფორმაციით, უკვე შედგენილია ე.წ. შავი სია და 10-ზე მეტ მაღალჩინოსანს სამსახურიდან დაითხოვენ. მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სხდომაზე მეორედ დაიბარეს, თუმცა არც ამჯერად მივიდა. “მთავარმა” მისი ჩაწერა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოახერხა. მან თქვა, რომ კომენტარს არ აკეთებს, რათა “გამოძიებას ხელი არ შეუშალოს”. “გამომძიებელს ხომ არ […]

თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი ამოიღეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, რის შედეგადაც 10 პირია დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს […]