სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისწყალში იპოვეს

სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი, დილით მდინარე გუბისწყალში იპოვეს.

60 წლის მამაკაცი, 8 მაისს, საქონლის სამწყესად წავიდა, გვიან კი შინ აღარ დაბრუნდა, რის შემდეგადაც მისი სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.

ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ინფოიმერეთი.გე