სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი, დილით მდინარე გუბისწყალში იპოვეს. 60 წლის მამაკაცი, 8 მაისს, საქონლის სამწყესად წავიდა, გვიან კი შინ აღარ დაბრუნდა, რის შემდეგადაც მისი სამძებრო ღონისძიებები დაიწყო. ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ინფოიმერეთი.გე
კატეგორია: სამართალი
რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს
რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელის სახლის სახურავზე მაცხოვრებელი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა სადაც მამაკაცის ცხედარი ნახა. მოგვიანებით გაირკვა რომ 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. ინფორუსთავი
5 მოსამართლე სასამართლოების კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
5 მოქმედი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მიღებულ ცვლილებებს. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია, მისი ავტორები – ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია არიან. საჩივრის ავტორები წერენ, რომ მიღებული ცვლილებები აჩენს განცდას, რომ მიზანი არასასურველი პოზიციის გამჟღერებელ, “ურჩ” მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა. სარჩელში აღნიშნულია, რომ მათი კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებები არ […]
გორში საკადრო წმენდა დაიწყო – 10 მაღალჩინოსანს გაათავისუფლებენ
ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმის შემდეგ, გორის მერიაში საკადრო წმენდა იწყება – “მთავარი არხის” ინფორმაციით, უკვე შედგენილია ე.წ. შავი სია და 10-ზე მეტ მაღალჩინოსანს სამსახურიდან დაითხოვენ. მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სხდომაზე მეორედ დაიბარეს, თუმცა არც ამჯერად მივიდა. “მთავარმა” მისი ჩაწერა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოახერხა. მან თქვა, რომ კომენტარს არ აკეთებს, რათა “გამოძიებას ხელი არ შეუშალოს”. “გამომძიებელს ხომ არ […]
თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი ამოიღეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, რის შედეგადაც 10 პირია დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
თეონა გვაზავა – “ნელი დოროყაშვილმა ვერ გაიხსენა, ხელზე დაზიანება როდის მიიღო”
ჩვენთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ნელი დოროყაშვილმა დაზიანება,- ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დათვალიერებისას, ნელი დოროყაშვილს მკლავზე მხოლოდ სიწითლე ჰქონდა. რაც შეეხება ექსპერტის მიერ ასახულ დაზიანებას სისხლნაჟღენთის სახით, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაცვის მხარისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ის. “აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე […]
ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა- მოყვანისა და კულტივირების, […]
მეუღლის მკვლელობისთვის ა.ლ-ს 15 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს ქ.თბილისში, ა.ლ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ს.მ.-ს თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.მ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა დანაშაულის ადგილი მოასუფთავა, გაზის […]
დაკავებულია ტარიელ ონიანის ძმისშვილი
10 მაისს, უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის სტრატეგიული გამოძიების განყოფილების ოპერატიულმა თანამშრომლებმა 45 წლის ქართველი დააკავეს, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, პერსონალური სპეციალური სანქციები ჰქონდა შეფარდებული. კანონიერი ქურდი, სახელად მამუკა, ერთ-ერთ კერძო სახლში დააკავეს. ამჟამად წყდება მისი უკრაინიდან იძულებითი ექსტრადიციის საკითხი. მამუკა ონიანმა „სტატუსი“ სტამბოლში, 2013 წელს მიიღო და გახლავთ „კანონიერ ქურდის“, […]
ნიკა გვარამია – “თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით”
ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით,- ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მისი საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მიმართა. გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის წევრებს, “მთავარ არხს”, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა. “რადგან ბოლო სიტყვაა, რომელიც პროცესის ფარგლებში უნდა ვთქვა, უფრო […]









