აკურაში მკვლელობისთვის ი.გ-ს ბრალი წარედგინა და მას ეძებენ

აკურაში მკვლელობისთვის ი.გ-ს ბრალი წარედგინა და მას ეძებენსაქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ი.გ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ი.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით კ.მ.-ს და ბ.მ.-ს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, ბ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

ი.გ.-მ სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.