„ერთი მოვკალიო, გახარებული იყო, მოვკალი და დაეცაო!“ – მკვლელობა ჯართის გამო

„ერთი მოვკალიო, გახარებული იყო, მოვკალი და დაეცაო!“ - მკვლელობა ჯართის გამომკვლელობა ჯართის გამო – კახეთში კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. გარდაცვლილია 46 კახა მჭედლიშვილი. დაშავებულია მოკლულის ძმა და დედა. კიდევ ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. სისხლიანი დაპირისპირება მცირეწლოვანის ბავშვების თანდასწრებით მოხდა.

“ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ძმებმა მჭედლიშვილებმა, რომლებიც ჯართს იბარებდნენ, აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ჯართის რაოდენობა მოპარული იყო, მეზობელთან, მივიდნენ და მასთან საქმის გარჩევა დაიწყეს.  შელაპარაკების შემდეგ სოსო გოგიაშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და უმისამართოდ ისროდა.

როდემდე უნდა მომპაროო, როდემდეოო… ვაიმე, ბაბო, ჩქარა მიშველეო, კახას ბადრისო სისხლი გასდისო… მე ვუთარი, ჩქარა მომეხმარე, ავდგე… რომ გავედი, კახა აქ ეგდო… ვუთარი, კახა, გაახილე თვალები, შვილო… რომ დავიკუზე, ახლა მე მომარტყა… ნაკერები მაქვს… აი, ერთი მოვკალიო, გახარებული იყო, მოვკალი და დაეცაო!, – ყვება მოკლულის დედა.
მომხდარის შემდეგ მკვლელი გაიქცა, გახიზნულია მისი ოჯახიც. სამართალმდაცავები სოსო გოგიაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

ტვ პირველი