კატეგორია: სამართალი

შავლეგ კვარაცხელია მშობლებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს – რა მოხდა წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკიფუს მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი შავლეგ კვარაცხელია მშობლებმა სახლის უკან სათბურში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს მერის წარმომადგენელმა ნაკიფუს თემში ვახტანგ მოლაშხიამ განუცხადა. „მშობლები მოსავლის ასაღებად იყვნენ წასულები, სახლში მარტო ყოფილა და რომ დაბრუნდნენ ეს საშინელი სურათი დახვდათ. უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. შეძრწუნებულია სოფელი. როგორც ამბობენ, წლების წინ, როცა იგი იმყოფებოდა ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში, […]

გიორგი გაბუნია – “პროკურატურას ნიკა გვარამიას დაპატიმრება უნდა”

“იმის მცდელობაა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს”,- ამის შესახებ გადაცემა “პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა. “იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში […]

გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში გაბუნიას დაბარება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირდება. კომენტარი მედიასთან გიორგი გაბუნიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა, ადვოკატის მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე დაბარების მიზანი, ნიკა გვარამიას დაკავება და ამით “მთავარი არხის” განეიტრალებაა: “ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით […]

რა კავშირი აქვს ნინო ჭიღლაძის სიკვდილთან იმედა გაბოძეს – უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

31 წლის ნინო ჭიღლაძის საქმე, რომელიც ახალციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, დღემდე გაუხსნელია. რამდენიმე გამოკვლევით გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. მტკიცებულებების სიმწირის გამო, პროკურატურა კვალიფიკაციას ვერ ცვლის და საქმე გაუხსნელია. უბედური შემთხვევის ვერსია პროკურატურამ კითხვის ნიშნის ქვეშ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დააყენა. დოკუმენტში, რომელიც გასაიდუმლოებულია, წერია, რომ ნინო ჭიღლაძემ გონება თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით დაკარგა. ექსპერტიზის […]

სპეცოპერაცია ავჭალაში – რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. თუმცა შსს-ში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაკავებული ან რომელ სისხლის სამართლის საქმეზე. „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამართადამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.

თამაზ ჩოჩუა – ”გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული”

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა ვაკის გამგებლის ყოფილმა მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ სასამართლოში ჩვენება მისცა. ის დეტალურად იხსენებს იმ ფაქტს, თუ როგორ დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს. როგორც ჩოჩუა აცხადებს, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანასა და გამარჯვებაში გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ პროცენტში და კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული. „ჩემ სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდი, […]

მიხეილ დვალიშვილი – ”ველოდი, რომ ჩემს ცოლს 6 წელზე მეტს მიუსჯიდნენ”

კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ბავშვის მამა მიხეილ დვალიშვილი ცოლის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისთვის მხოლოდ 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება საკმარისი არ იყო. „ინტერპრესნიუსი“ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ესაუბრა. როგორც სააგენტოს მიშო დვალიშვილმა განუცხადა, ის მეუღლის უფრო მკაცრად დასჯას ელოდა. “ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ […]

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2.000-2.000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო. აღკვეთის ღონისძიების, […]

იტალიაში 39 წლის ქართველი მამაკაცი ი.კ. გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში 39 წლის საქართველოს მოქალაქე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ რეჯიო ემილიაში წუხელ მოხდა, როგორც იტალიური მედია უწყება შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ საქართველოს მოქალაქე 39 წლის მამაკაცი ი.კ ცხედარი აღმოაჩინა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს წინასწარი გამოძიებით გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა სახელდება, ცხედრის შემოწმება დათვალიერების შედეგად მას სხეულზე რაიმე ძალადობის […]

ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ- ქვეპუნქტითაა აღძრული.