სპეცოპერაცია ავჭალაში – რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ავჭალაში - რამდენიმე პირი დააკავესარსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. თუმცა შსს-ში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაკავებული ან რომელ სისხლის სამართლის საქმეზე.

„ინტერპრესნიუსს“ შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამართადამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.