კატეგორია: სამართალი

მარიამ კუბლაშვილი – “თამთა თოდაძეს დავასამარებ სამუდამოდ!”

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რამდენიმე დღის წინ, თამთა თოდაძე, რომელიც ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ტელეეთერში დებატები შესთავაზა. როგორც ჯიშკარიანის უფლებადამცველი ამბობს, მის შეთავაზებაზე თოდაძის ადვოკატისგან უარი მიიღო. ინფორმფორმაციას ამის შესახებ “პრაიმტაიმი” ავრცელებს. “რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე! არ […]

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი. როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს. „ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან […]

გლდანში, ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გლდანში არსებულ ერთ-ერთ ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გაწერეს კლინიკიდან. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანრი ყურაშვილი ქსნის ციხეში სასტიკად ცემეს

ქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. “მთავარის” ინფორმაციით, ანრი ყურაშვილს კრიმინალური გარჩევისას ჯგუფურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ყურაშვილის ოჯახს პენიტენციური სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ანრი ყურაშვილი ქსნის ციხეში, საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა. “მთავარი” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური გარჩევა წავკისში  დათო და ალექსანდრე ფეიქრიშვილების […]

ადვოკატი ჩომახაშვილი – ”ივანეიშვილმა სუსის აგენტობაზე უარი თქვა და ამიტომ დააკავეს”

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ივანეიშვილს დაკავებამდე სუს-ის წარმომადგენლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი, ის დააკავეს. როგორც ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, ივანეიშვილი აპირებს დაასახელოს ის პირები, რომლებიც მასთან დაკავებამდე 2 თვით ადრე იყვნენ მისულები და თანამშრომლობას სთხოვდნენ. „ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ […]

შსს – ”გოჩა ვეფხვაძის მკვლელობა გახსნილია”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემულია: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს […]

გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე პატიმრობაში დატოვეს

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ წარდგენილი თანხა გირაოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ აღწევდა და შესაბამისად, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს არ ჰქონდა უფლება ხელშეკრულება გაეფორმებინა ბრალდებულების ადვოკატებთან, რომლის […]

გრიგოლ ივანეიშვილი სუსის წინააღმდეგ – “მის სპეცოპერაციას თავისი მიზეზები აქვს”

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია. როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, ის უდანაშაულოა, შეთქმულების მსხვერპლია და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია. „მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიმუშავია იმ პერიოდშიც, როცა ხელფასი 40 ლარი იყო, მაგრამ ეს […]

გლდანში 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი დაჭრეს – მას პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სისხლი სჭირდება

გლ­დან­ში ორი დღის წინ დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი მეტ­რო­სად­გურ „ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა გამ­ვლელ­მა დაჭ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სერგო ოსმინკინი ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს. დაჭ­რი­ლი გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი გლ­და­ნის 173-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლეა. სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები კურიერთან მომხდარის დეტალებს იხსენებენ, თუ რა ვითარებაში მიაყენა უცნობმა მამაკაცმა მოზარდს ჭრილობები. მათი თქმით, მამაკაცი […]

სისხლიანი გარჩევა ვაკეში – პოლიციამ ლევან ძნელაძე დააკავა

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა, ლევან ძნელაძე დააკავეს. საუბარია 30 სექტემბერს, ვაკეში მომხდარ სისხლიანი გარჩევაზე, რომლის დროსაც თავად ლევან ძნელაძეც დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ძნელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და […]