კატეგორია: სამართალი

ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში დაიკითხნენ

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. სააგენტოს ინფორმაციით, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში არ უარყოფენ, რომ […]

მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარუდგინეს

შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა. დვალიშვილს 7 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი. ოჯახი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ, თუ გოგონა 16 წლის იყო. 16 წლის გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა […]

მამუკა ხაზარაძემ გახარიას წერილის დედანი გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძე გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში იმყოფება. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები. “წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, […]

სამეგრელოში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ 27 წლის შვილიშვილი დაჭრა. დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარში ბრალდებული 1937 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. ნიუპოსტი

ზვიად კორძაძე – “პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს გახარიას წერილი გადასცა, გამოძიებას ჩვენებას მისცემს”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა, მზადაა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს. ამის შესახებ ზვიად კორძაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ხოლო ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, […]

მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

მკვლელობა სვანეთში – ურთიერთშელაპარაკების დროს, მესტიაში ცივი იარაღით ძმამ ძმა მოკლა. როგორც “კურიერს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა. ძმის მკვლელობაში ბრალდებული სამართალ დამცველებმა უკვე დააკავეს.

სასამართლომ რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო და აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასამართლომ დვალისა და აქიმიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. “სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო 🙂 რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს: 1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში 2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა. ✌️✌️” – დაწერა კახა კოჟორიძემ ფეისბუქში. ადვოკატმა უფრო […]

“მძარცველები ქართველებს ჰგავდნენ” – ათენში მოხუცი მამაკაცი აწამეს და გაძარცვეს

ბერძნული მედიის ცნობით, 19 ოქტომბერს ღამით ათენის გარეუბან ვულაში საქართველოს მოქალაქეებმა  აწამეს და გაძარცვეს სახლის მეპატრონე. როგორც 74 წლის მამაკაცი ჰყვება, მას ხუთი საათის მანძილზე აწამებდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, თუ სად ჰქონდა თანხა. თავდაპირველად სეიფის არსებობის შესახებ უთხრა, მაგრამ მძარცველები ამას არ დასჯერდნენ  და კედლებიც კი გამოანგრიეს. მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელი, ცხვირი და ჩამტვრეული აქვს […]

ოქროყანაში თავდასხმისთვის 5 კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 4 პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის […]

თერჯოლაში ე.ქ.-მ უცხოელს ხელჩანთიდან 2.000 დოლარი მოპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში […]