კატეგორია: სამართალი

ირაკლი დეკანოიძის მამა – ”ჩემს შვილს მისი ცოლი ემუქრებოდა, შენი თავი უნდა მოვაკვლევინოო“

გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ თავისი თავიც დაიღუპა თავისი საქციელით და ჩემი შვილიც დაღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა „არ ცხოვრობდა ნამდვილად სწორად“. მერაბ დეკანოიძის თქმით, მისი ყოფილი რძალი მის შვილს ემუქრებოდა: „ერთი სული მაქვს, შენი თავი მოვაკვლევინო“. […]

ირაკლი დეკანოიძეს ბრალი წაუყენეს – ”ჩემი კლიენტი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს”

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მას ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის 109-ე […]

ადვოკატი ლარისა ჩადუნელი – ”ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მოკვლა არ უნდოდა, 10 წუთი ისინი შვილებზე საუბრობდნენ”

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა ,,ინტერპრესნიუსთან” დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან, სატელეფონო საუბრებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუქარას. თუმცა, ადვოკატის თქმით, დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და მასთან შვილების შემდგომ ბედზე სასაუბროდ და მოსალაპარაკებლად მივიდა, როდესაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. „ფაქტია, რომ მომხდარია […]

თელავში 21 წლის მამაკაცმა 2 ახალგაზრდა დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული დ.მ. ჩადენილი დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი […]

“ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი ემუქრებოდა” – რას ყვება ია დეკანოიძე

ახალი დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეში. “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა საქმეში მესამე ფიგურანტის არსებობა გამოიკვეთოს. ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი 2 დღიან დუმილს არღვევს და “კურიერს” უყვება, რომ მკვლელობამდე ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეს ურეკავდა და ემუქრებოდა. აქვს თუ არა ინფორმაცია გამოძიებას, დაიკითხა თუ არა დასახელებული პირი, ჯერჯერობით უცნობია. ია დეკანოიძე, […]

“ნათია გოგალაძესთან განქორწინებას ირაკლი დეკანოიძე დათანხმდა, მხოლოდ ალიმენტის შემცირებას ითხოვდა, პირველი სხდომა მკვლელობის დღეს იყო დანიშნული”

ხაშურში მოკლული ქალისა და მის მკვლელობაში ბრალდებული მეუღლის პირველი სასამართლო პროცესი ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით სწორედ მკვლელობის დღეს იყო ჩანიშნული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო საქმეში ხაშურში მოკლული ნათია გოგალაძის ადვოკატმა მაია ქართველიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მეუღლეები ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდნენ. სასამართლოს გაყრის თაობაზე ქალმა მას შემდეგ მიმართა, რაც მეუღლესთან ქორწინების შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდა. პირველი […]

სამცხე-ჯავახეთში ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან – დ.ვ. – სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს – ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და […]

”მიმაბჯინა სადარბაზოს კედელზე და დამიწყო მოფერება” – 23 წლის ბიჭი მოქალაქეებზე ძალადობდა

სექსუალური ძალადობის საქმის ახალი დეტალები. პირი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოქალაქეებზე სექსუალურად ძალადობდა, იდენტიფიცირებულია. “კურიერმა” გაარკვია იმ 23 წლის ბიჭის ვინაობა, ვინც ღამის საათებში თბილისში, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებსსადარბაზომდე მიჰყვებოდა და შემდეგ მათ გაუპატიურებას ცდილობდა. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთმა დაზარალებულმა ამოიცნო, ზუსტად იმ დროს როდესაც მოძალადე ისევ აედევნა, ამჯერად უკვე დღის საათებში. გაირკვა, […]

ირაკლი დეკანოიძის მეზობელი – ”ქალი რო ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება”

ხაშურში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი საუბრობს და აცხადებს, რომ ირაკლი დეკანოიძე ცუდი ადამიანი არ არის. მისი თქმი, ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება. “არ იყო ცუდი ბიჭი, ფაქტი არის, რომ მკვლელობა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ასე გაშვებული არ უნდა იყოს ქალები. ქალს კაცის მერე უნდა ჰქოდეს ხმა. […]

ა.თ.-მ მოქალაქეს 1.100 ლარი წაართვა და კაზინოში გაიქცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.თ. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ გ.თ.-ს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა […]