“ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი ემუქრებოდა” – რას ყვება ია დეკანოიძე

"ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი ემუქრებოდა" - რას ყვება ია დეკანოიძეახალი დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეში. “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა საქმეში მესამე ფიგურანტის არსებობა გამოიკვეთოს.

ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი 2 დღიან დუმილს არღვევს და “კურიერს” უყვება, რომ მკვლელობამდე ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეს ურეკავდა და ემუქრებოდა. აქვს თუ არა ინფორმაცია გამოძიებას, დაიკითხა თუ არა დასახელებული პირი, ჯერჯერობით უცნობია.

ია დეკანოიძე, გიორგი დეკანოიძის და:

“2 წელი და 3 თვე გოგო იყო წასული იტალიაში, ვალაპარაკებდით ხოლმე ვაიბერიზე ბავშვებს, მოულოდნელად ჩამოვიდა, არც გაგვაგებინა, რომ ჩამოვიდა იტალიიდან, მოკიდა ბავშვებს ხელი და წაიყვანა. ჩემს ძმას 3 თვე არ ანახებდა ბავშვებს, კონტაქტი აღარ ჰქონდა ბავშვებთან და იძულებული გახადა ჩემი ძმა, რომ ამ ზომამდე მიეყვანა. წადით, უბანში იკითხეთ, ჩემი ძმა ვინ არის, ეკლესიაში, მონასტერში დადიოდა ჩემი ძმა.

ურეკავდა ვიღაცა იგორი, რომელიც იყო იმ ქალბატონის საყვარელი თუ საქმრო, რომელიც არის რამდენჯერმე ნასამართლევი, ცუდი ადამიანი და ჩემს ძმასაც ეშინოდა, ფიქრობდა, დამინგრევს ოჯახს, გამიუბედურებს ჩემს შვილებს. ის კაცი ურეკავდა ჩემს ძმას, ეუბნებოდა, ბავშვებთან არ მოხვიდეო”.

სხვა პოზიცია აქვთ ნათია გოგალაძის ოჯახში.

ნათია გოგალაძის ბიცოლა მარინა ფატრიძე:

“იგორისთან რა უნდათ, ხელის თხოვნა უნდოდა, 6 წელი გაცილებულები იყვნენ, ვერ გაყვა, იმიტომ, რომ 2 შვილი ჰყავდა”

დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ, შემდეგ კი სასამართლომ აღმკვეთზე უნდა იმსჯელოს.

რუსთავი 2