”მიმაბჯინა სადარბაზოს კედელზე და დამიწყო მოფერება” – 23 წლის ბიჭი მოქალაქეებზე ძალადობდა

”მიმაბჯინა სადარბაზოს კედელზე და დამიწყო მოფერება” - 23 წლის ბიჭი მოქალაქეებზე ძალადობდასექსუალური ძალადობის საქმის ახალი დეტალები. პირი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოქალაქეებზე სექსუალურად ძალადობდა, იდენტიფიცირებულია. “კურიერმა” გაარკვია იმ 23 წლის ბიჭის ვინაობა, ვინც ღამის საათებში თბილისში, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებსსადარბაზომდე მიჰყვებოდა და შემდეგ მათ გაუპატიურებას ცდილობდა. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთმა დაზარალებულმა ამოიცნო, ზუსტად იმ დროს როდესაც მოძალადე ისევ აედევნა, ამჯერად უკვე დღის საათებში. გაირკვა, რომ დამნაშავეს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ბავშვებთანაც.

“სახლში ავდიოდი, როდესაც სადარბაზოში შემომყვა და მომიახლოვდა უკანა მხრიდან პიროვნება, რომელმაც სხეულზე ორივე მხრიდან ძლიერად მომხვია ხელები. თავისი სხეულით მომაწვა, მიმაბჯინა სადარბაზოს კედელზე და დაიწყო ჩემი მოფერება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მათ შორის მკერდზე. უცებ მოვტრიალდი და დავინახე, რომ ეს იყო 20-25 წლამდე მამაკაცი. ვუძალიანდებოდი, ამ დროს გამარტყა სახეში და ჩამარტყა ფეხიც. ამის შემდეგ გაიქცა და ადგილიდან მიიმალა”- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენებაში.

რუსთავი 2