საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. უწყების ცნობით, პირი ცდიობდა მედიკამენტები და კომპიუტერული ტექნიკა სომხეთში გადაეტანა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“-ს გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი მერსედეს ბენცის […]
კატეგორია: სამართალი
“კრედიტ სუისთან” უთანხმოების გადაჭრას ივანიშვილი სამართლებრივ რეჟიმში აწარმოებს” – ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის განცხადება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის ინფორმაციით, „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის კავშირი არაა. როგორც მის მიერ „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „კრედიტ სუისთან“ დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული […]
პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს
ოჯახის ინფორმაციით, პოლონეთში 22 წლის ბექა ტაბაღუა მოკლული ნახეს. ის აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. ახლობლების თქმით, სამუშაოდ ბიჭი პოლონეთში 7 თვეა წავიდა, ბოლო 3 დღის განმავლობაში კი მასთან კონტაქტი გაწყდა. ახლობლებმა ოჯახს აცნობეს, რომ ის დანითაა მოკლული. რა გახდა მომხდარის მიზეზი, მათთვის უცნობია. ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს საქმის გარკვევაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 12-12 წელი მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 15 ივნისს, ქ. ქუთაისში, ბრალდებულებმა გ.ქ.-მ და ლ.გ.-მ ხალხმრავალ ადგილას, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღებით, […]
რუსთავში 26 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, შვილის ცხედარი მამამ, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვა. ოჯახის ახლობლებსა და გარდაცვლილის მეგობრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბიჭის ცხოვებაში არსებული რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე […]
ბექა შენგელიამ პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა
ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ მეგობრებს – ბექა და გიორგი შენგელიებს, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა. 9 მაისის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]
კრედიტ სუისი ივანიშვილს 600 მილიონს არ უხდის
ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ შვეიცარულ ბანკს 600 მლნ დოლარიანი სასამართლო დავა მოუგო და ზარალის ანაზღაურებას მიაღწია, თუმცა, ირკვევა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიო საბანკო გიგანტი ოლიგარქს ფულს აღარ უხდის. რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი – ეს ყველაზე კარგად ივანიშვილის ოფისის მიერ გავრცელებულ პასუხში იკითხება. როგორც ჩანს, კრედიტ სვისში საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ ხვალ […]
დავით კალმახელიძე ლისის ტბაზე ცემეს
დღისით, მზისით, ახალგაზრდა მამაკაცი სათვალთვალო კამერების წინ უმოწყალოდ ცემეს, მოძალადეებმა კი ტერიტორია დაბურულმინებიანი პიკაპით დატოვეს და მიიმალნენ. ეს საქმე არათუ არავის გამოუძიებია და უპოვია მოძალადეები, მეტიც – ნაცემ მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს. ყველაფერი კი სახელმწიფო ტენდერით დაიწყო, სადაც დავით კალმახელიძე ქვეკონტრაქტორად შევიდა. ჯერ კერძო კომპანიამ მოატყუა, სახელმწიფომ კი მოგებული სასამართლო დავების მიუხედავად, მაინც […]
პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ, პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი […]
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირი – 1978 წელს დაბადებული დ.კ. და 1970 წელს დაბადებული კ.თ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, […]









