“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს და ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოიფიქროს ახლა აპირებს თუ არა, რომ დიმიტრი გაბუნიას და სალომე ზურაბიშვილს მოთხოვოს პასუხი ასეთ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა. […]
კატეგორია: სამართალი
ზურაბიშვილმა 25 წლის ნარკორეალიზატორი სანდრო არდაზიშვილი შეიწყალა, რომელიც ციხეში 3 თვე იჯდა
საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად 2 ნარკორეალიზატორიც შეიწყალა. ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე. არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან საპყრობილეში მხოლოდ 3 თვე დაჰყო. 1994 წელს დაბადებული მსჯავდებული, რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან […]
თამარ ალანია – “გვანცა ყუფარაძეს ყველა მოსამართლე ჩემნაირ განაჩენს გამოუტანდა”
მოსამართლე თამარ ალანია აცხადებს, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ნებისმიერი მოსამართლე გამოიტანდა იმავე განაჩენს, რაც მან გამოიტანა. მისი თქმით, ამის საფუძველს იძლეოდა დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები. ამის შესახებ თამარ ალანიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენაზე, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე პასუხად განაცხადა. სოფო კილაძემ თამარ ალანიას მიმართა – 2006 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 14 წლის გოგონას […]
თამარ ალანია – “მუხროვანის ამბოხზე დღესაც იგივე განაჩენს გამოვიტანდი”
მუხროვანის ამბოხის საქმე უკავშირდებოდა ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხს, ერთ მხარეს იყვნენ მსჯავრდებული პირები, რომელთა ნაწილიც იყვნენ გმირები, მაგრამ მეორეა ის ქმედებები, რომელიც მათ მხრიდან იმ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე არსებობდა, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატმა, თამარ ალანიამ უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის კითხვას. დეპუტატი დაინტერესდა, მოსამართლეს დღეს რომ ჰქონდეს განსახილველი მუხროვანის ამბოხის საქმე იგივე […]
თანხის გამოძალვა და ბავშვის მძევლად ჩაგდება – ბრალდებულებს 10 და 4 წელი მიესაჯა
ჯგუფის მიერ, ანგარებით, არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებს 10 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებულები დ.მ., ვ.ხ., შ.მ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლ.გ. […]
ხულოში 78 აგარაკის გაქურდვისთვის 24 წლის ე.ა. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. უწყების ცნობით, ნაქურდალი ნივთები, ნივთმტკიცების სახით, სრულად არის ამოღებული. გამოძიება ქურდობის […]
შსს-მ კამერუნის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. გამოძიება […]
დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, დიდ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც “ნიუპოსტს” უთხრეს, დაჭრას წინ გარჩევა, ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. თვითმხილველთა თქმით, დაჭრაში ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკა “იმედის” მიმდებარედ გამვლელებმა იპოვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაშავებული კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 20 სექტემბერს, გვიან მოხდა. ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები […]
უვადო პატიმარმა ბადრი ბეჟანიძემ პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბადრი ბეჟანიძის სარჩელი. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პატიმარი ასაჩივრებდა სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წელს შესული ცვლილება „დანაშაულის არაერთგზის ჩადენასთან“ დაკავშირებით მხოლოდ მათ შეეხო, ვინც ამ პერიოდის შემდეგ გასამართლდნენ. ბადრი ბეჟანიძე 2007 წლამდე გასამართლდა ერთი და იმავე დანაშაულის რამდენჯერმე ჩადენის გამო. იგი გაასამართლეს, როგორც დანაშაულის არაერთგზის ჩამდენი […]
ბათუმში თურქეთის მოქალაქე ე.ი. ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად […]










