თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500.000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან აღნიშნა, რომ […]
კატეგორია: სამართალი
“თბილისში პატარა გოგონებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ, მშობლებს კი ამის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ”
უმძიმესი დანაშაული თბილისში – არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულები საქართველოს, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქაალქეები არიან. ამასთან, შს სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და […]
“გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო?” – რუსთავში გარდაცვლილი მარიამ სალაყაიას საქმრომ თვითდაზიანებები მიიყენა – ვიდეო
“სანამ პალატაში შევიყვანდით, გაიხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ, გადავრჩებიო? გადასარჩენი რა გჭირს შვილოო უთხრეს და ჩვეულებრივად შევიდა”, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულმა განუცხადა. როგორც მამაკაცმა საინფორმაციო სააგენტოს უამბო, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ […]
ხანგოშვილის მკვლელობამდე შპიგელმა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მიიღო
ხანგოშვილის მკვლელობამდე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნისგან გაფრთხილების წერილი მივიღეთ, – ამის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. „წერილში მამაკაცი აცხადებს, რომ ადამიანებს, ვინც საქართველოს მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ემუქრებიან, მათ შორის დაემუქრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს და მის ძმა ზურაბ ხანგოშვილს. წერილი რედაქციამ 20 აგვისტოს მიიღო. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს“, – აღნიშნულია […]
კოკა კოლას ოფისიდან 133.000 ლარი მოიპარეს – დაკავებულია კომპანიის თანამშრომელი მ.ტ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ამავე დროს, იყო შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ს.ს. „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო […]
თეა წულუკიანი – “პრეზიდენტმა ძებნილი პირი შეიწყალა”
24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერა, რადგან ის დღესაც ძებნილია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ […]
თბილისიდან იტალიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე მკვლელობისთვის დააკავეს
იტალიაში საქართველოს 41 წლის მოქალაქე ტ.ბ დააკავეს, რომელიც მკვლელობისთვის 3 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება მარკონის აეროპორტში მოხდა, მას შემდეგ რაც ის შესაბამის ბაზაში არსებული მონაცემებით ამოიცნეს. მამაკაცი იტალიაში თბილისიდან 16 სექტემბერს ჩაფრინდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მასზე ძებნა 2015 წლის 10 აგვისტოდან რუსეთს აქვს გამოცხადებული და დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 41 წლის მამაკაცი […]
”გიორგი ოთხმეზურის ოჯახს ზურგში დანა ჩაარტყა ამ ხელისუფლებამ, მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა”
სალომე ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს – ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს ადამიანები. მან არაფრად ჩააგდო ჩვენი განცდები, ჩვენ ოჯახის წევრი მოგვიკლეს, რაც მოხდა ეს უფრო დიდი ტკივილია ახლა, ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, – ამის შესახებ დავით ოთხმეზურის ახლობელმა ანდრო მაისურაძემ კვირისპალიტრა ჯი-სთან ინტერვიუში განაცახდა. ანდრო მაისურაძე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძის […]
ტრაგედია ზესტაფონში – პოლიციამ სახლის მეპატრონე გამოკითხა
მომხმარებლის დაუდევრობა თუ კომპანიის უპასუხისმგებლობა – ზესტაფონში სამართალდამცველებმა იმ სახლის მეპატრონე გამოკითხეს, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვამ ახალგაზრდა ქალისა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბინა ქალს ახალი ნაქირავები ჰქონდა, წინასწარი ინფორმაციით, გამომწვევი მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული წლის გამათბობელი გახდა. სოკარ ჯორჯია გაზის იმერეთის რეგიონალური ოფისის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ბინაში წყალგამაცხელებელი […]
ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი – ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი […]










