ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში ე.წ. შეწყალების საქმეზეა დაბარებული. როგორც ოთხმეზურმა აღნიშნა, ის გამომძიებლებს ამ საქმეზე ყველაფერს მოუყვება და ვრცელ კომენტარს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში საკუთარ საცხოვრებლ სახლში 20 წლის გოგონა, ქრისტინა ბაბლუანი, გარდაცვლილი იპოვეს. მან, სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, ახალგაზრდა ქალი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
მარიამ კუბლაშვილი – “გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა”
გლდანის ციხეში პატიმარმა მერაბ ჩხაპელიამ მუცელი გადაიჭრა. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პატიმარს კონფლიქტი ბადრაგთან ჰქონდა და თვითდაზიანება სწორედ ამის გამო მიიყენა. ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. “ინციდენტის შემდეგ გაყვანილია კამერიდან და კამერიდან თვითონ სხვა პატიმრები დაგვიკავშირდნენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი კონფლიქტი ჰქონდა ბადრაგთან. ბადრაგი მას ექცეოდა ცინიკურად და უბრალოდ, სხვა გზა […]
5.000 დოლარი შსს-ში მოსაწყობად – 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ – ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, […]
თამარ ალანიას ოჯახმა მოქალაქეს ქონება გამოსძალა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთი-ერთი კანდიდატი თამარ ალანია სკანდალში ეხვევა. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს თამარ ალანიას მეუღლემ, შალვა მარგველაშვილმა, მოქალაქე ვახტანგ ჭუმბურიძეს მისი კუთვნილი ავტომობილი “შევროლეტ ტრეკერი”, სახელმწიფო ნომრით TOK-568 წაართვა. მარგველაშვილმა ჭუმბურიძეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და საომარი მდგომარეობის გამო, ოჯახის ქვეყნიდან გახიზვნის მიზნით, სთხოვა ავტომობილი ჭუმბურიძეს, რომელიც […]
ვინ არის ანგი ხუციშვილი, რომელმაც გაბუნიას თქმით, შეწყალებულთა სია შეადგინა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულთა სია, რომლებიც პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისათვის შეიწყალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგი ხუციშვილმა შეადგინა. 32 წლის ანგი ხუციშვილი პროფესიით იურისტია. რამდენიმე თვეა ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვიდეოში, რომელიც […]
20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძისა და ტოჩინოშინის რეკომენდაციით შეიწყალა
ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე სკანდალურ ინფორმაციას აკეთებს. უფლებადამცველის თქმით, დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს. “რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაციები – მათ შორის კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის – აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის […]
თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ნონა ლაზარიაშვილი შვილების თვალწინ მოკლა
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაული მოხდა. 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი საკუთარ სახლში მოკლა და ამის შემდეგ თვითონაც დაიხალა ტყვია თავში. მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას ამჟამად ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ადგილობრივების თქმით, ცოლ- ქმარი დიდი ხანია გაშორებულები არიან, ამიტომ ვერ აუხსნიათ, […]
დიმიტრი გაბუნია – “შესაწყალებელთა სიას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადგენდა”
ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც თვეების განმავლობაში იყო დაკავებული ამ სიის შედგენით,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს. მისივე თქმით, გამოძიება ასევე უახლოეს დღეებში დაიბარებს სხვა პირებსაც, მათ შორის, გაბუნია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზეც საუბრობს. „იმ […]
დიმიტრი გაბუნია – “ასეთი შეწყალებები ჩემთვის მიუღებელია, ეს ყველაფერი მედიიდან გავიგე”
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებების შემდეგ დუმილი დაარღია და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელია, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. “ჩემთვის ეს არის მიუღებელი და ეს თათბირზეც დავაფიქსირე, შვებულებაში ვიყავი და გამოვედი 3 სექტემბერს და ეს ყველაფერი გავიგე მედიის საშუალებით, ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები, თუმცა ეს არის პრეზიდენტის […]










