დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესთბილისში, დიდ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც “ნიუპოსტს” უთხრეს, დაჭრას წინ გარჩევა, ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრაში ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკა “იმედის” მიმდებარედ გამვლელებმა იპოვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

დაშავებული კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა 20 სექტემბერს, გვიან მოხდა. ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. პოლიციამ სათვალთავალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი