კატეგორია: სამართალი

ქუთაისის ციხეში ისრაელის მოქალაქე გარდაიცვალა

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. “კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ისრაელის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. უწყების ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ 3 აგვისტოს დააკავა, ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული და დაწყებული იყო მისი საექსტრადიციო პროცედურები. რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოში ის შეუძლოდ გახდა, თუმცა ექიმებს რაიმე პათოლოგია არ დაუფიქსირებიათ. 10 […]

რუსთავში 35 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო დაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

პოლიციამ ბათუმში 31 წლის ქალისგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ხ.თ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით “პარაბელუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია […]

მოსამართლე კერატიშვილმა ნიკა გვარამიას 40.000 ლარიანი გირაო შეუფარდა

რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე გიორგი კერატიშვილმა ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მან ნიკა გვარამიას განუსაზღვრა 40.000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა. ასევე მას დაევალა არ დატოვოს საქართველო პროკურატურის ნებართვის გარეშე.

პროკურატურა – “გვარამიას რუსთავი 2-ში 4 მილიონი ხელფასი აქვს აღებული”

ნიკა გვარამიას მიმდინარე სასამართლოზე, პროკურორმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, გვარამიას საქართველოს საზღვარი 25-ჯერ აქვს გადაკვეთილი და მას საზღვარგარეთ სანაცნობო წრე ჰყავს და შესაძლოა, ის მიიმალოს. პროკურორის ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობისას მან ხელფასის სახით 4 მილიონი ლარი აიღო. მიმდინარე წელს კი, 300.000 ლარზე მეტი. ასევე, ნიკა გვარამია […]

მოსამართლე კერატიშვილი გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

ნიკა გვარამიას საქმე – მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლის თქმით, სათათბირო ოთახის დატოვების შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლოში პროცესი, თითქმის, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები სიტყვით გამოვიდნენ. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თუ მოსამართლე გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის გირაოს არ გადაიხდის. როგორც ცნობილი გახდა, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს გაიმართება. ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი […]

ნიკა გვარამიამ პროკურორების აცილება მოითხოვა

ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა. “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის განმარტებით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები აგრესიულები არიან. ნიკა გვარამიას თქმით, პროკურორებს არ სურთ სიმართლის დადგენა და მათ დავალების შესრულება უნდათ. საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და […]

”გირაოს არ გადავიხდი” – ნიკა გვარამია სასამართლოში მივიდა

„მე მოვედი გუშინ განსხვავებული შარვლით და დღეს ზუსტად ეგეთია საქართველოს პროკურატურა“, – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან მისვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ის გირაოს თანხას არ გადაიხდის. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. დღეს სასამართლომ “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით […]

ბეჟან ლორთქიფანიძე ციხიდან გამოუშვეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. National Geographic-ის მკვლევარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბეჟან ლორთქიფანიძის ახლობლებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან […]

ანა ნაცვლიშვილი – “სირცხვილია! მელიას საქმეზე პროკურატურის წერილში არარსებული საქმეა მოყვანილი”

ანა ნაცვლიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “კვლევით პროექტში ვმონაწილეობ და ამ დღეებში დამჭირდა წამეკითხა გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალური წერილი, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ მელიას დაპატიმრების თანხმობა (20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით). თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: – დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება – იმის დასასაბუთებლად, […]