სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევის ტყეში ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, ასევე მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს. ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის. ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს. ადგილობრივების ინფორმაცით, მამაკაცს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ის სახლში მარტო ცხოვრობდა. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, მოხუცმა ტყიდან სახლში დაბრუნება ვეღარ […]
კატეგორია: სამართალი
“ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით” – ნიკა გვარამია ისევ სასამართლოში დაიბარეს
“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ისევ სასამართლოშია. ამჯერად ნიკა გვარამია, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს. ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ 3 მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიების მთავარი სამიზნე, მისი განეიტრალებაა და ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების მოტივით მის დაკავებასაც არ გამორიცხავს. გამოძიება პროკურატურამ, 3 მუხლით დაიწყო, საგამოძიებო უწყება “რუსთავი2″-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, კომპანიის საზიანო ქმედებას ედავება, მათ შორის თანამდებობრივი […]
20 ივნისის აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ შარვაშიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც ნიკოლოზ შარვაშიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა. შედეგად სასამართლოს დადგენილებით, „თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელის, წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. შარვაშიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ. პარალელურად, პროკურატურა ნიკოლოზ შარვაშიძის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე […]
ირაკლი გიორგობიანის მამა – კომპანია ”ნილი” გაკოტრდა – მას კომპანია ”გიგანის” 2 მილიონი ვალი ჰქონდა
კრიმინალური გარჩევა ორი მილიონი ლარის გამო და ყურმოჭრილი ბიზნესმენი. ხმაურიან საქმეს ახალი გაგრძელება აქვს. ირკვევა, რომ კომპანია „ნილს“ ვალები თბილისის მერიის მიერ ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის მცირე დაფინანსების გამოყოფის გამო დაუგროვდა. კომპანია ”ნილს” კომპანია “გიგანის” 2 მილიონი ლარის ვალი ჰქონდა, სწორედ ამ კომპანიასთან კავშირში მყოფმა პირებმა მოუწყეს ჩასაფრება ბიზნესმენ გიორგობიანს და ყური მოაჭამეს. კომპანია „ნილში“ ამბობენ, რომ […]
”ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!!” – ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს
“ტელეკომპანია პირველის” დამფუძნებელი და მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. მისი თქმით, ის გამოკითხვაზე აუცილებლად მივა, მაგრამ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. “პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას […]
საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის სიმამრის სახლი გაქურდეს
საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი კრიმინალების სამიზნე გახდა. საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის სიმამრთან სახლში კრიმინალები შევიდნენ და წაიღეს ყველაფერი, რაც ინახებოდა. ვაჟა სირაძის სიმამრი ლევან ქავთარაძე, ხობის საკრებულოს წევრია ის ქურდობის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები, სამართალდამცველებს ამ დრომდე საპატრულო პოლიციის უფროსის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულები არ დაუკავებიათ. […]
“მეგობრებს დაემშვიდობა და ბაღში ჩავიდა” – რუსთავში დედამ 27 წლის ვაჟიშვილი ჩამომხრჩვალი იპოვა
რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარ ბაღში ჩამოიხრჩო. როგორც “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა, მისივე ცნობით გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა. სუიციდის მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორუსთავი
გერმანიის ციხიდან გაქცეული ვაჟა ბურჯანაძე დააკავეს
გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე, ქართველი პატიმარი, რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა კვლავ დააკავეს. 37 წლის ვაჟა ბურჯანაძე მემინგენიდან 30 კილომეტრში დააკავეს, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა. სააგენტო DPA-ს ცნობით, გაქცეული პატიმრის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მოსახლემ შეატყობინა. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ. მემინგენის ციხიდან ორი პატიმარი, მათ შორის, ერთი ქართველი 4 აგვისტოს გაიქცა. გერმანული პოლიციის თანახმად, […]
ირაკლი გიორგობიანი – “გიორგი ნინოშვილმა მომაჭამა მარცხენა ყური” – გარჩევა კომპანია „ნილის“ 2 მილიონიანი ვალის გამო
სასტიკი ანგარიშსწორება ბიზნესმენის წინააღმდეგ – „კურიერმა” მოიპოვა ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს იმ დღეს, როდესაც ზაჰესის ხიდთან მას ყოფილი ბიზნესპარტნიორი თავს დაესხა და ყური მოაჭამა. ჩვენებაში ის ასახელებს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა და 90-იანი წლების წესებით გაუსწორდა – ის კასპელი ბიზნესმენი, გიორგი ნინოშვილია. ჩვენებაში გიორგობიანი, იგივე “გლობუსა” წერს, რომ თავდასხმა ფულის გამო […]
დიდი დაჭერები იწყება – რატომ განაახლა პროკურატურამ ქუმსიშვილის და ალავიძის საქმის გამოძიება
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის შემდეგ, კიდევ უფრო ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველოდება – მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხმაურიანი დაჭერებს გეგმავს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ოპონენტებთან გაასწორებს ანგარიშს, მთავარი მეოცნებე თავისიანებს ააწიოკებს. ზოგიერთს კი იმის გამო დააბარებინებს პროკურატურაში, რომ ოპოზიციისკენ არ გაიხედონ. დღეის მდგომარეობით დაჭერის ყველაზე მეტი შანსები დიმიტრი […]










