მოსამართლე კერატიშვილმა ნიკა გვარამიას 40.000 ლარიანი გირაო შეუფარდა

რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე გიორგი კერატიშვილმა ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

მან ნიკა გვარამიას განუსაზღვრა 40.000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა. ასევე მას დაევალა არ დატოვოს საქართველო პროკურატურის ნებართვის გარეშე.