რუსთავში 35 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში 35 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვესრუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო დაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.