პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძის სექსუალურ შევიწროებაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

პაპუნა უგრეხელიძე ეკა მესხიძის სექსუალურ შევიწროებაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნოთბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ნაწილობრივ გაამართლა.
“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა, რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობს დროს არ ჰქონია ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი. უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა, მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარია, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”.  – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

აიპრესი

პაპუნა უგრეხელიძე – ”ეკა მესხიძე სექსუალურ შევიწროებას იმიტომ მაბრალებს, რომ მისი ქმარი ზურაბ ყიფიანი სამსახურიდან გავუშვი”