თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50.000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა. ჭაბაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით 10.000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე […]
კატეგორია: სამართალი
ახალქალაქში ო.ი.-მ თავი მოიკლა – მან ვენები გადაიჭრა
ახალქალაქში, 50 წლამდე მამაკაცმა, ო.ი.-მ თავი მოიკლა. მან ხელისა და ყელის მიდამოებში ვენები გადაიჭრა. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 29 ივლისს ის საავადმყოფოში მივიდა. ექიმებმა მას დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ურჩიეს თბილისში, მაგრამ მამაკაცმა თავი მოიკლა.. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით […]
ი.მ.-მ წერეთელზე სუპერმარკეტი გაძარცვა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.მ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იგი აიძულა სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა. საპატრულო […]
იაგო ნებიერიძე სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც „პრაიმტაიმს“ ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა, მსჯავდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაა. „გასაჩივრებულია იმ დროში, რა ვადაც გვქონდა. გამამართლებელ განაჩენს არა, მაგრამ ობიექტურ გადაწყვეტილებას ითხოვს. ფიქრობს, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა წასულიყო,“ – განგვიცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა. 27 მაისს, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე ორივე […]
შაკო ტყემალაძის და გუგა კოღუას მკვლელობის საქმე დაიხურება
“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ გურამიშვილის გამზირზე 24 ივნისს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვალიფიკაციას ოფიციალურად ცვლის. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლზე გადაკვალიფიცირდება და სავარაუდოდ, დაიხურება. თავდაპირველად, ძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებებით განზრახ მკვლელობა არ დასტურდება. გამოძიება საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ბინაში მყოფ ერთ-ერთ ახალგაზრდას იარაღი გაუვარდა, რამაც […]
ოქრუაშვილის ადვოკატი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს – ის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მიმისტრის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არსებული პრაქტიკა ცუდია. ჩემი დამოკიდებულება ოქრუაშვილის მიმართ არ არის დადებითი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური რეპრესია – გიგა ბოკერია „ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს მიერ […]
ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განუცხადა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 28 ივლისს შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის […]
ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე აქციაზე დაკავებულ პირებს – გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. კერძოდ კი, გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს, […]
კახა კოჟორიძე – “თადუმაძე როცა კალაძის ადვოკატი იყო, მაშინ სწორი პოზიცია ეკავა”
სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იურისტი კახა კოჟორიძე აფასებს. – ბატონო კახა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრებები. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? – დაძაბული, ქაოტური პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ზოგადად საზოგდოებრივ აზრს და ინტერესს მიავიწყდება ხოლმე სისტემური თემები და მძაფრ პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებზე უფრო ფოკუსირდება ხოლმე. ეს ერთი მხრივ გასაგებია, როდესაც 20-21 ივნისის მოვლენები […]
საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა
საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. რაც შეეხება მათი დაპირისპირების მიზეზს, ეს ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იპნ







