ახალქალაქში ო.ი.-მ თავი მოიკლა – მან ვენები გადაიჭრა

ახალქალაქში ო.ი.-მ თავი მოიკლა - მან ვენები გადაიჭრაახალქალაქში, 50 წლამდე მამაკაცმა, ო.ი.-მ თავი მოიკლა. მან ხელისა და ყელის მიდამოებში ვენები გადაიჭრა.
შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 29 ივლისს ის საავადმყოფოში მივიდა. ექიმებმა მას დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ურჩიეს თბილისში, მაგრამ მამაკაცმა თავი მოიკლა..

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მამაკაცი დაქორწინებული არ ყოფილა. იგი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

jnews.ge