საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, აღკვეთის რა ღონისძიებას – პატიმრობას თუ გირაოს მოითხოვენ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება […]
კატეგორია: სამართალი
გუგა კოღუამ შაკო ტყემალაძეს მესიჯით შეხვედრა სთხოვა, სმს-ით გაგზავნილია მკვლელობის იარაღის ფოტოც – გურამიშვილზე მკვლელობის ახალი დეტალები
სასიკვდილო ჭრილობები თავში და მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე – 21 წლის შაკო ტყემალაძის მამას სახლში შემზარავი სურათი დახვდა. სწორედ მან იპოვა მოკლული შვილი მეგობართან ერთად. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე 24 საათია, მიმდინარეობს. ბინაში, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით ნახეს, დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილით ისევ განახლდა. სრულად დაასურათეს სადარბაზო და ეზო. პოლიცია ამ დრომდე […]
ირაკლი ოქრუაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს
შსს – ”ოქრუაშვილი იმიტომ დავაკავეთ, რომ 20 ივნისს ღამით პარლამენტში შეჭრას ცდილობდა”
პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში […]
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს – ვიდეო
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტოში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. უწყების ინფორმაციით, ბრიფინგის თემა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხება. https://www.facebook.com/rustavi2/videos/532508570822505/
თიკა ჯამბურია დააკავეს
მომღერალი თიკა ჯამბურია პუშკინის სკვერთან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს სამართალდამცავებთან შელაპარაკება პარკირებასთან დაკავშირებით მოუვიდა. მომღერალი დედასთან და შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.
”მირტყამდნენ ყველგან – თვალში, თავში, ზურგში” – 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვეს
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მამაკაცი პატიმრობაში დატოვეს. თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა. პროცესს ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. გამყრელიძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების […]
ლელა ქსოვრელს 11 წელი მიესაჯა
სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ დედას, ლელა ქსოვრელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლელა ქსოვრელი სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. „2019 წლის 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც […]
შაკო ტყემალაძის ბინიდან ლიფტამდე სისხლის კვალი იპოვეს
გურამიშვილის გამზირზე, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია, რაც ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობის ახალ ვერსიას აჩენს. ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რა ვითარებაში და როგორ მოხდა სისხლის კვალის დატოვება აღნიშნულ მონაკვეთზე, თუმცა არსებობს ვერსია, რომ დანაშაულის გარკვეული ეპიზოდი საცხოვრებელი ბინის გარეთ განვითარდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი ახალგაზრდა გარეთ იყო გამოსული, თუმცა ლიფტთან მისვლის შემდეგ ის […]
გურამიშვილზე მოკლული შაკო ტყემალაძე “მისტერ ვალენტინი” თორნიკე ტყემალაძის ძმაა
გურამიშვილის გამზირზე მოკლული 20 წლის შაკო ტყემალაძე, “მისტერ ვალენტინი” 2014-ის თორნიკე ტყემალაძის ძმაა. გურამიშვილის გამზირზე უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ. ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოდს გავლით დატოვა. მეორე ვერსიით […]










