კატეგორია: სამართალი

შაკო ტყემალაძის და გუგა კოღუას მკვლელობის საქმე დაიხურება

გუგა კოღუამ შაკო ტყემალაძეს მესიჯით შეხვედრა სთხოვა, სმს-ით გაგზავნილია მკვლელობის იარაღის ფოტოც - გურამიშვილზე მკვლელობის ახალი დეტალები

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ გურამიშვილის გამზირზე 24 ივნისს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვალიფიკაციას ოფიციალურად ცვლის. საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლზე გადაკვალიფიცირდება და სავარაუდოდ, დაიხურება. თავდაპირველად, ძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა შემთხვევის ადგილზე არსებული მტკიცებულებებით განზრახ მკვლელობა არ დასტურდება. გამოძიება საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ბინაში მყოფ ერთ-ერთ ახალგაზრდას იარაღი გაუვარდა, რამაც […]

ოქრუაშვილის ადვოკატი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს – ის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მიმისტრის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არსებული პრაქტიკა ცუდია. ჩემი დამოკიდებულება ოქრუაშვილის მიმართ არ არის დადებითი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური რეპრესია – გიგა ბოკერია „ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს მიერ […]

ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა განუცხადა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 28 ივლისს შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის […]

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე აქციაზე დაკავებულ პირებს – გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. კერძოდ კი, გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატი 3 000-ლარიანი გირაოს, […]

კახა კოჟორიძე – “თადუმაძე როცა კალაძის ადვოკატი იყო, მაშინ სწორი პოზიცია ეკავა”

კოჟორიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველანაირ ზღვარს გადადის! იურისტებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ?!

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იურისტი კახა კოჟორიძე აფასებს. – ბატონო კახა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრებები. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? – დაძაბული, ქაოტური პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ზოგადად საზოგდოებრივ აზრს და ინტერესს მიავიწყდება ხოლმე სისტემური თემები და მძაფრ პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებზე უფრო ფოკუსირდება ხოლმე. ეს ერთი მხრივ გასაგებია, როდესაც 20-21 ივნისის მოვლენები […]

საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა

საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა

საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. რაც შეეხება მათი დაპირისპირების მიზეზს, ეს ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა, დაშავებული ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იპნ

გურამ ჩალაგაშვილი – „ოქრუაშვილის პროცესი დაიხურა… დასკვნა თავად გამოიტანეთ, სად ვცხოვრობთ“

გურამ ჩალაგაშვილი - „ოქრუაშვილის პროცესი დაიხურა... დასკვნა თავად გამოიტანეთ, სად ვცხოვრობთ“

„ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მოსამართლემ სხდომის მიმდინარეობისას დახურულად გამოაცხადა. პროკურორმა თქვა, ჯერ არ ვიცით რას ეუბნებოდა ოქრუაშვილი გვერდით მდგომ მომიტინგესო, მაგრამ ეგ რომ დავადგინოთ აუცილებლად ორ თვიანი პატიმრობა უნდა შევუფარდოთო. აღარ გავაგრძელებ, დასკვნა თავად გამოიტანეთ სად ვცხოვრობთ“.- წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი.

პროკურატურა ოქრუაშვილის დაპატიმრებას ითხოვს, ადვოკატი – 10.000 ლარიან გირაოს

მამუკა ჭაბაშვილი - "საქმეში მხოლოდ პოლიციის და სპეცრაზელთა ჩვენებებია" - ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გენერალური პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულიირაკლი ოქრუაშვილისთვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, დაცვის მხარე ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მისი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. “ბრალდება პატიმრობას ითხოვს, რაც დასაბუთებული არ არის. ჩვენი მხრიდან პოზიცია იქნება, რომ არანაირი საფუძველი ფაქტობრივიც და […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე გუშინ დააკვეს და ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალი წაუყენეს: “მე არ ვიცი, რომელო ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს ჩემს ძმისშვილს. ის იქნა დღეს დაკავებული რომელიც იდგა ჩემს გვერდით 1 წლის განმავლობაში იმას ითხოვდა, ეღიარებინათ ამ მხეცებს ის დანაშაული რაც აქვთ ამათ ჩადენილი. აქ თუ […]

“ინსტინქტურად ჩავარტყი დანა ყელის არეში“ – გიორგი ხანდოლიშვილს სვეტა ამოევას მკვლელობისთვის 14 წელი მიესაჯა

"ინსტინქტურად ჩავარტყი დანა ყელის არეში“ - გიორგი ხანდოლიშვილს სვეტა ამოევას მკვლელობისთვის 14 წელი მიესაჯა

თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამზირზე, დიასახლისის სვეტა ამოევას, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხანდოლიშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს. რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულების უმრავლესობამ გიორგი ხანდოლიშვილის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.ამის შემდეგ კი მოსამართლემ ხანდოლიშვილის სასჯელის ზომად 14 წელი შეუფარდა. მსჯავრდებული გიორგი ხანდოლიშვილი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და 27 ნოემბრის სისხლიან ღამეს იხსენებს. „სვეტა შემოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა. მითხრა, რომ ჩემთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება სურდა, რაზეც დავთანხმდი. […]