თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზეა მსჯავრდებული, საქმეს სტრასბურში წაიღებს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ნადარეიშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნადარეიშვილი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანონით განსაზღვრულ – 6 თვის ვადაში […]
კატეგორია: სამართალი
”გოგო ხარ თუ ბიჭი?!” – მაჩაბლის ქუჩაზე მოზარდებმა ბიჭი გრძელი თმის გამო ცემეს
12 ივლისის, ღამით თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ინციდენტი მოხდა. თვითმხილველი კაცი, რომელსაც უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ვინაობის გამხელა არ სურს, ნეტგაზეთს უყვება, რომ მოზარდების აგრესიულმა ჯგუფმა ჯერ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეურაცხყო, შემდეგ კი ბიჭს გრძელი თმის გამო სცემა. თვითმხილველის თქმით, მოვლენენი სწრაფად განვითარდა: თავდაპირველად პირები ქუჩაზე მდებარე “ტაილანდური მასაჟის” კარზე აბრახუნებდნენ და შიგნით მყოფებს უყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. […]
„გამოძიებას მნიშვნელოვანი შეკითხვები არ დაუსვამს“ – ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა
ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მისთვის გამოძიებას მნიშვნელოვანი შეკითხვები არ დაუსვამს. მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, 20 ივნისს აქციაზე გამოვიდა თუ არა სიტყვით, რაზეც ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მან გამოკითხვის დროს თქვა, რომ მომიტინგეებს მიმართა. ადვოკატ ალეკო მგელაძის განცხადებით, ხატია დეკანოიძისთვის გამოძიებას ისეთი შეკითხვა არ […]
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ორმა უცნობმა რუსულად აგინა
პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათთან ორი პირი მივიდა, რომლებიც ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც აპარატურა არის განთავსებული და აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს, მათ შორის არასრულწლოვანს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი პირი, რომლებსაც აქციის მონაწილეები პროვოკაციაში ადანაშაულებენ, ძველი თბილისის სამმართველოში მიიყვანეს. […]
მიხეილ კალანდია პატიმრობაში დარჩა
დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა. მხარეებმა დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე დღევანდელ სხდომაზე გადახედა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მიხეილ კალანდიას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით შევწყვეტთ ბრძოლას. არსებით სასამართლო სხდომაზე […]
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი გაათავისუფლეს
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა. მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. „სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთი ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა. შეგახსენებთ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის […]
ნიკა მელია – “ოცნების“ პროპაგანდა დაინგრა… ჯალათმა გახარიამ ხელებაწეულ ახალგაზრდებს ესროლა”
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეომასალის გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ უწყვეტმა ვიდეომასალამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას არანაირი მოტივი არ ქონდა მომიტინგეები სასტიკად დაერბია. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, ამ მტკიცებულებამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა სრულიად ჩამოშალა: „ალბათ ყველამ ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე ”ქართული […]
რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგონა აფხაზეთში იპოვეს
დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვნეს. 4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს. როგორც “ინფო რუსთავს” ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განუცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა. “ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ […]
მიხეილ კალანდია – “თავს დამნაშავედ არ ვცნობ”
პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს. “წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების”, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, […]
საღორიის ტყეში გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა – რა მოხდა ქუთაისში
მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში სუიციდის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა სუიციდის მცდელობა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა […]









