პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ორმა უცნობმა რუსულად აგინა

პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათთან ორი პირი მივიდა, რომლებიც ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც აპარატურა არის განთავსებული და აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს, მათ შორის არასრულწლოვანს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორი პირი, რომლებსაც აქციის მონაწილეები პროვოკაციაში ადანაშაულებენ, ძველი თბილისის სამმართველოში მიიყვანეს. აქციის ერთ-ერთიორგანიზატორის ლექსო მაჭავარიანის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციის შენობაში მოწმეების დაკითხვა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სამმართველოსთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და აქციის რამდენიმე მონაწილე. ისინი პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი