კატეგორია: სამართალი

მიხეილ კალანდია პატიმრობაში დარჩა

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა. მხარეებმა დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე დღევანდელ სხდომაზე გადახედა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მიხეილ კალანდიას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით შევწყვეტთ ბრძოლას. არსებით სასამართლო სხდომაზე […]

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი გაათავისუფლეს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი გაათავისუფლეს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა. მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. „სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასეთი ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა. შეგახსენებთ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის […]

ნიკა მელია – “ოცნების“ პროპაგანდა დაინგრა… ჯალათმა გახარიამ ხელებაწეულ ახალგაზრდებს ესროლა”

ნიკა მელია - "ოცნების“ პროპაგანდა დაინგრა... ჯალათმა გახარიამ  ხელებაწეულ ახალგაზრდებს ესროლა"

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეომასალის გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ უწყვეტმა ვიდეომასალამ აჩვენა, რომ ხელისუფლებას არანაირი მოტივი არ ქონდა მომიტინგეები სასტიკად დაერბია. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, ამ მტკიცებულებამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა სრულიად ჩამოშალა: „ალბათ ყველამ ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე ”ქართული […]

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგონა აფხაზეთში იპოვეს

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგონა აფხაზეთში იპოვეს

დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვნეს. 4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს. როგორც “ინფო რუსთავს” ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განუცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა. “ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ […]

მიხეილ კალანდია – “თავს დამნაშავედ არ ვცნობ”

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს. “წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების”, – განაცხადა პროკურორმა. ამასთან, […]

საღორიის ტყეში გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა – რა მოხდა ქუთაისში

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში სუიციდის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა სუიციდის მცდელობა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა […]

მამის მკვლელობაში ბრალდებული სოსო ცერექაშვილი შეურაცხადად ცნეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული სოსო ცერექაშვილი შეურაცხადად ცნეს

წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შვილი, 37 წლის სოსო ცერექაშვილი კომპლექსური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეურაცხადად იქნა ცნობილი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოსო ცერექაშვილი მკვლელობის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. ექსპერტიზის დასკვნით, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, სოსო ცერექაშვილს არ შეუძლია […]

მ.ჯ.-მ ხელყუმბარა შურისძიების მიზნით ისროლა – ვარკეთილის აფეთქებაზე 1 პირი დააკავეს

მ.ჯ.-მ ხელყუმბარა შურისძიების მიზნით ისროლა - ვარკეთილის აფეთქებაზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ., დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაშავებულებთან. […]

გიგი უგულავა – “იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას”

გიგი უგულავა - "იძიებენ მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას"

გიგი უგულავამ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გიგი უგულავამ წარმოებულ გამოძიებას გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკა უწოდა. მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. უგულავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან. ოპოზიციის წევრის თქმით, მას წარუდგენენ ბრალს თუ […]

“აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ბიჭები კამათობდნენ’ – რა მოხდა ვარკეთილში

"აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ბიჭები კამათობდნენ' - რა მოხდა ვარკეთილში

ვარ­კე­თილ­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვითმხილ­ვე­ლე­ბი დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან. რო­გორც ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან, ქუ­ჩა­ში, ის­მო­და კა­მა­თის ხმა, კა­მა­თი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი მოხ­და აფეთ­ქე­ბა. “ქუ­ჩი­დან შე­მო­დი­ო­და ბი­ჭე­ბის კა­მა­თის ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. რო­დე­საც გა­მო­ვი­ხე­დე ჩოჩ­ქო­ლი იყო, ბი­ჭე­ბი იდ­გნე­ნენ და დაჭ­რი­ლებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. 3 დაჭ­რი­ლი­დან 2 […]