კატეგორია: სამართალი

მოხუცი კაცი საპირფარეშოში მოუკლავთ. ქალი კი სააბაზანოში. კარზე წარწერა დაუტოვებიათ: “ედიკ, გელოდებით“

გარდაბანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოხდა. ამ ეჭვს მათ დანაშაულის ჩამდენის მიერ დატოვებული გზავნილი უჩენთ. „ღამე მომხდარა ეს საზარელი ფაქტი. შუქი არ ენთო, ამიტომ დავეჭვდით და დილას რომ შემოვიდნენ მეზობლები ცოლ-ქმარი მოკლული დახვდათ. მოხუცი კაცი საპირფარეშოში მოუკლავთ. ქალი კი სააბაზანოში. კარზე წარწერა დაუტოვებიათ: “ედიკ, გელოდებითო“ […]

ცოლი ქამრითაა გაგუდული, ქმრის ამოცნობა შეუძლებელია – გარდაბანში მკვლელობის დეტალები

სასტიკი მკვლელობა მოხდა გარდაბანში – სოფელ ქაფანახში. როგორც ირკვევა, 6 ივნისს ხანშიშესული ცოლ-ქმარი, ისკანდარ და შაფიგა მუსაევები საკუთარ სახლში მოკლეს. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, 78 წლის ქალი ქამრით არის გაგუდული. 88 წლამდე მამაკაცს კი ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მამაკაცის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივები “ნიუპოსტთან” არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს. “საზარელი […]

მკვლელობა კასპში – შურისძიება 30 წლის წინ მოკლული ბიძის გამო – მკვლელი პოლიციას თვითონ ჩაბარდა

სისხლიანი დაპირისპირება კასპში – სოფელ ხიდისყურში 65 წლის კაცის მკვლელობასა და ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებული სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად მკვლელობის ადგილას მიიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავში სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულმა შახარ ჯემალ ოღლიმ დაახლოებით 30 წლის წინ ნაზმირ კულბანოვის ბიძა მოკლა. რის შემდეგაც ის 10 წელი სასჯელს იხდიდა. თუმცა, მეზობლებს […]

გუკა რჩეულიშვილი – ”დედა მომიკვდეს, 2 კვირაში ახალი ინვესტორები მოვიძიეთ. დადებულია 3 ხელშეკრულება”

სასჯელის მისჯამ, არ მგონია ამ სიტუაციას და ჩვენს პრობლემას რამე დადებითი შემატოს, – ამის შეასახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა. როგორც მან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, მისი და მისი ოჯახის წევრების დაკავებით, საქმე წინ არ წასულა. „ციხიდან რომ გამოვედი, რამდენიმე კომპანიის იმედი გვქონდა, მაგრამ სულ სხვანაირად დამხვდა სიტუაცია, ფაქტობრივად ჰაერში. […]

გარდაბანში ცოლ-ქმარი მოკლეს

გარდაბანში 85 წლამდე ცოლ-ქმარი მოკლულები ნახეს.  ცხედრები პოლიციამ გვიან ღამით აღმოაჩინეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდოდ, მვლელობა ბლაგვი საგნით მოხდა.

კასპში მამაკაცი მოკლეს, მისი ცოლი დაჭრილია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შუახნის მამაკაცი მოკლეს. კასპის მერის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი “ნიუპოსტთან” საუბრისას აცხადებს, რომ სროლის ხმა სოფელში წუხელ ღამით, დაახლოებით 2 საათზე გაიგეს. მისივე თქმით, დაჭრილია მოკლული მამაკაცის მეუღლე, რომელიც კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ […]

ზვიად ქირია ლაურა ღაჭავაზე – “როცა ფინანსური პოლიცია ღამე მოდის რამდენიმე მანქანით, ეს არის ზეწოლა”

დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა,- ამის შესახებ “ჩაინა ლილო სითის” დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ზვიად ქირიას განცხადებით, თუ ვინ ახდენს ზეწოლას ღაჭავაზე , ეს ჟურნალისტებმა თავად მას უნდა ჰკითხონ. ქირიამ ასევე განმარტა, რა კონტექსტში ახსენა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილისნათესავი, უჩა მამაცაშვილი. “ტერიტორიას პოლიცია იცავს. არავის უშვებენ. გუშინ ვერ მოხერხდა ექპერტიზის ჩატარება, […]

ლაურა ღაჭავა – “ზვიად ქირიას არ ვეთანხმები, აურია და ვერაფერი გავიგე”

„ლილო სითის” მფლობელს ლაურა ღაჭავას განცხადებით, მას ამ ეტაპზე უჭირს ვერსიებზე საუბარი რამ გამოიწვია „ჩაინა ლილო სითის” ტერიტორიაზე ხანძარი. ლაურა ღაჭავა ჟურნალისტებთან „ლილო სითის” დირექტორის ზვიად ქირიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებს ეხებოდა. ლაურა ღაჭავას თქმით, ის ზვიად ქირიას მოსაზრებებს არ ეთანხმება. „ძალიან შემზარავია ის, რაც ვნახეთ. გვითხრეს, 10:00 საათიდან მოვლენ საგამოძიებო კრიმინალური განყოფილების […]

რუსთავში ქმარმა ორსული ცოლი ცემა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერტიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე […]

18 წლის თამარ მოდებაძემ თავი მცირეწლოვანი დის წინ ჩამოიხრჩო

ბათუმში რამდენიმე დღის წინ, 18 წლის თამარ მოდებაძემ მცირეწლოვანი დის წინ თავი ჩამოიხრჩო. ოჯახის წევრების თქმით, სუიციდის შემდეგ წერილი იპოვეს, სადაც დაღუპული შეყვარებულს, 19 წლის ბიჭს “მკვლელს” უწოდებს. მათი თქმით, თუ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავების შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და მიცვალებულს არ დაკრძალავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]