ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ივანე კაკალიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ საკითხს გენინსპექცია სწავლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული ფაქტის გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს თბილისში, დადიანის გამზირზე სახალხოდ, უამრავი ადამიანის თვალწინ გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოძალადეები გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. აღნიშნული შემთხვევა 29 მაისს მოხდა. იპნ
კატეგორია: სამართალი
თბილისში პოლიციელებმა პროკურორი კაკალია სახალხოდ ცემეს – ეგზეკუცია სუპერმარკეტში დაიწყო და მანქანაში გაგრძელდა
ფიზიკური ძალადობა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორზე – შემთხვევა თბილისში, სახალხოდ უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. მოძალადეები გლდანი -ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. დაპირისპირება დადიანის გამზირზე რამდენიმე ეპიზოდისგან შედგებოდა. მოქალაქეები უყურებდნენ, როგორ სცემდნენ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი იარაღიანი ადამიანები მოქალაქეს. პროკურორის ცემა პოლიციელებმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყეს, ავტომობილში გააგრძელეს და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგაც არ დაასრულეს. ივანე კაკალია ამ პერიოდის განმავლობაში […]
სუს-მა „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი ალექსი ს. დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. „აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ბილდინგ-დეველოპერის“დირექტორი ალექსი ს. […]
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაკავებულია ერთი პირი.
სამტრედიის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალის გვერდით 3 ქალი იყო – 1 კომაშია, 2-ს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება
სამტრედიის ქუჩაზე, სადაც დღეს ერთ-ერთ ბინაში პოლიციის თანამშრომლებმა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, მასთან ერთად ბინაში კიდევ სამი ქალი იმყოფებოდა. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ნიუპოსტის ცნობით, 3 ხანშისესული ქალი დები არიან, მე-4, 29 წლის ქალი, ერთ-ერთის შვილია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორ მათგანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება, რაც შეეხება მესამე ქალს, მისი ჯანმრთელობის […]
ლაურა ღაჭავა: “ერეკლე კოდუა უცხოეთშია, რა შუაშია ის ჩემს საქმიანობასთან?!”
“ჩაინა ლილო სითიში” 6 ივნისს გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. როგორც ბაზრობის მეპატრონეები აცხადებენ, ზარალი დაახლოებით 2 მილიონი ლარია. “ჩაინა ლილო სითის” მფლობელი, ლაურა ღაჭავა, ხანძრის საღამოს დივერსიას გამორიცხავდა, თუმცა ახლა საუბრობს, რომ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და არაფერია გამორიცხული. – ქალბატონო ლაურა, წინ ღამით დივერსიას გამორცხავდით. დღეს უკვე საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი მტრი გყავთ, ვიღაცეებს […]
თბილისში საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კორპუსის მცხოვრებლებმა მძაფრი უსიამოვნო სუნი იგრძნეს, შემდეგ კი 112-ში დარეკეს, რის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის თანხმობით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღეს. ბინაში შესვლის შემდეგ სამაშველო სამსახურებს ერთი ხანში შესული ქალბატონი გარდაცვლილი, ხოლო კიდევ ერთი პირი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბინაში იმყოფება […]
ძარცვის ბრალდებით თბილისში 20 წლის ნ.ლ. დააკავეს
სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით თბილისში 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ლ.-მ თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის […]
ლანჩხუთში 19 წლის ლუკა ფაცურია დაჭრეს, რომელიც მეგობარ გოგონასთან ერთად იყო – დააკავეს თ.ბ.
ლანჩხუთში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ლუკა ფაცურიას ჭრილობება ცივი იარაღით, მუცლის არსეში აქვს მიყენებული.შემთხვევა დაჭრილის სახლთან იმ დროს მოხდა, როდესაც მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სამი პირი დაესხა თავს. ფაცურია ლანჩხუთიდან ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის […]
მამუკა ხეცურიანს პოლონეთში სამუდამო პატიმრობა ემუქრება – პაულინა დინკოვსკას მკვლელობაში ბრალდებული კიევმა 4 ივნისს ვარშავას გადასცა
პოლონეთის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის ქალის მკვლელობისთვის, ბრალი წაუყენა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. „40 წლის მამუკა ხეცურიანს საქართველოს მოქალაქეს, ბრალი ედება პაულინა დინკოვსკას სასტიკ მკვლელობაში, რომელიც ქალაქ ლოძში, 2018 წლის 20 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნული დანაშაულის გამო, ბრალდებულს შესაძლოა შეეფარდოს არანაკლებ 12 წლიანი პატიმრობა, მათ შორის, მოსალოდნელია სამუდამო პატიმრობაც,“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. გამოძიების თანახმად, 28 წლის პაულინა […]









