18 წლის თამარ მოდებაძემ თავი მცირეწლოვანი დის წინ ჩამოიხრჩო

18 წლის თამარ მოდებაძემ თავი მცირეწლოვანი დის წინ ჩამოიხრჩობათუმში რამდენიმე დღის წინ, 18 წლის თამარ მოდებაძემ მცირეწლოვანი დის წინ თავი ჩამოიხრჩო.

ოჯახის წევრების თქმით, სუიციდის შემდეგ წერილი იპოვეს, სადაც დაღუპული შეყვარებულს, 19 წლის ბიჭს “მკვლელს” უწოდებს.

მათი თქმით, თუ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავების შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და მიცვალებულს არ დაკრძალავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოკითხვები.

ნიუპოსტი