ცოლი ქამრითაა გაგუდული, ქმრის ამოცნობა შეუძლებელია – გარდაბანში მკვლელობის დეტალები

ცოლი ქამრითაა გაგუდული, ქმრის ამოცნობა შეუძლებელია - გარდაბანში მკვლელობის დეტალებისასტიკი მკვლელობა მოხდა გარდაბანში – სოფელ ქაფანახში. როგორც ირკვევა, 6 ივნისს ხანშიშესული ცოლ-ქმარი, ისკანდარ და შაფიგა მუსაევები საკუთარ სახლში მოკლეს.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, 78 წლის ქალი ქამრით არის გაგუდული. 88 წლამდე მამაკაცს კი ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

მამაკაცის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.

ადგილობრივები “ნიუპოსტთან” არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
“საზარელი სურათი ვნახე, მამაკაცის ცხედარი დასისხლიანებულია. როგორც ამბობენ, ქალი ქამრით არის დამხრჩვალი. მკვლელებს სახლის კარზე დაუწერიათ, “გელოდები”. ალბათ მოკლულის შვილს მიმართავენ, ის მოსკოვში ბიზნესით არის დაკავებული”- გვითხრა ადგილობრივმა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.