კატეგორია: სამართალი

ლუკა კალანდია – ”მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოგვიგზავნა”

ჩვენ ვხსნით ყველა კარტს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ გააკეთა და ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო. დავით სარალიძეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის […]

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. „მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით“, – აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის […]

წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა, – ამის შესახებ “თაიმერს” ექსკლუზიურად  წყალტუბოდან აცნობეს. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თაიმერი

25 წლის ბეთქილ გულბანმა თავი ჩამოიხრჩო

თვითმკვლელობის მორიგი შემთხვევა საქართველოში – 25 წლის  ბეთქილ გულბანმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში (სვანების დასახლება). ახალგაზრდა მამაკაცი ახლობლებმა სოფლის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბეთქილ გულბანს ცოლი და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. აიტივი

ლევან ჯიბღაშვილის სასამართლოზე ეკლესიიდან ცნობაც წარადგინეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავო გახადა. როგორც ჯიბღაშვილის ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რადგან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, ყველა მტკიცებულება უდავო გახადეს. “ლევან […]

მიხეილ კალანდია დააკავეს – მას დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა ბრალდება

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს. ეს დიღმის ტრასაზე, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, სავარაუდოდ, მაშინ, როცა ის ქალაქის დატოვებას ცდილობდა. როგორც ჩანს, კალანდიას უთვალთვალებდნენ. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია 4 ივნისს აიყვანეს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან […]

82 წლის მასწავლებელი 12 წლის მოსწავლეს ინტიმურ ისტორიებს უყვებოდა – რა მოხდა კახეთის სკოლაში

კახეთში, 82 წლის პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ამხილეს. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა. ირკვევა, რომ 82 წლის მასწავლებელი 12 წლის გოგონას ხშირად უყვებოდა სხვადასხვა ინტიმური შინაარსის ისტორიებს, პირდებოდა ფულსაც და საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც სთავაზობდა. არსებული ინფორმაციით ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა პედაგოგის სექსუალური ისტორიებით შეწუხებულმა გოგონამ, დახმარებისთვის დირექციას მიმართა. „როგორ უყვარდა პატარა ბავშვი, მეშვიდე კლასელი […]

გიორგი გახარია – “ხორავას ქუჩის საქმეზე, სანამ მშობლები არ ჩათვლიან, რომ სამართალი დადგა, ეს იქნება ჩვენი ტვირთი”

“გარწმუნებთ, (ხორავას ქუჩის საქმეზე) არც ერთი დღე გამოძიება ამ მიმართულებით არ შეჩერებულა. სანამ არ მივალთ იმ მომენტამდე, როცა მშობლები ჩათვლიან, რომ მართლმსაჯულების სრულმა სისტემამ სამართალი დააყენა და ამ სამართლის მიმართ მათი ნდობა არ იქნება სრული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ტვირთი. მერწმუნეთ, ძალოვან სტრუქტურებს, შსს-ს ეს გააზრებული აქვთ თავიდან ბოლომდე და ჩათვალეთ, რომ ეს […]

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად. რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო […]

ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ჩხოროწყუში ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული მ.შ, რომელიც მომხდარშია ბრალდებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა 30 მაისს მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. დანაშაული […]