ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე, რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა. როგორც ნინო იმედაშვილი ტაბულას მეუღლის მონაყოლს გადმოსცემს, დისკუსია დაიწყო მამაკაცმა, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა, რომ პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად, ფოკაში, წმიდა ნინოს გზაზე იმყოფებოდა: “ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყო […]
კატეგორია: სამართალი
“სირცხვილი თქვენ, სირცხვილი, მაიმუნები ხართ” – ბათუმის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა
“სირცხვილი თქვენ, სირცხვილი, მაიმუნები ხართ” – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილ განაჩენს ბრალდებულების ახლობლები. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. „არ იყო იმის საფუძველი, რომ გამოტანილიყო პატიმრობა. აშკარად იყო მინიმუმ იმის საფუძველი, რომ გირაო დაკმაყოფილებულიყო. ისეთი არგუმენტაცია იყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი რომ […]
ჩხოროწყუში ხობელი ქალი ფეხბურთელები ცემეს
ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი ხობის „კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შორის ინციდენტით დასრულდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ განუცხადა. “როგორც კი ჩვენი ქალთა გუნდი ჩავიდა ჩხოროწყუში სათამაშოდ,ერთგვარი მობილიზება შეინიშნებოდა, თითქოს „მტრები“ ჩავედით იქ. მსაჯიდან დაწყებული იყო აგრესია ჩვენი გოგონების მიმართ. პირველი ტაიმის დასასრულს გასახდელში დაიწყო საშინელი ხმაური და წივილ-კივილი. იმათი მწვრთნელი იძახდა თქვენმა გოგონებმა […]
გიორგი ერმაკოვს და სხვა მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდა
კორუფციული სკანდალი აჭარაში – მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა, რასაც დაკავებულთა ოჯახების წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარეს 7 საათის განმავლობაში უსმენდა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ შესაძლო ბრალის დამძიმებაზეც საუბრობდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათი გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდებულებს […]
ბათუმის პლაჟზე 40 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში დღეს, 31 მაისს, დილით, არდაგანის ტბის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟზე კაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. „ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლამდე კაცის ცხედარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მარჯანიშვილზე კაფეში ქართველებმა არაბი ტურისტები ცემეს
დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები. შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის […]
მალხაზ პაპასკირი – ”მერაბ კვირიკაშვილს ასე უნამუსოდ თუ გაამართლებდნენ, არ მეგონა, სამარცხვინო სპექტაკლი დადგეს”
მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ, არ მეგონა. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინოსპექტაკლია დადგმული, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი. როგორც პაპასკირი აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრები კვირიკაშვილის უპასუხისმგებლობით დაიღუპნენ და ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. „ეს არის უსამართლო ქვეყანა! […]
”ერმაკოვმა ტენდერი მოაგებინა კომპანიას, რომელმაც ყალბი საბუთები წარადგინა” – რას ედავება პროკურატურა დაკავებულებს
მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში – მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საუბარია ტენდერებზე, რომლებიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. მაშინ, როდესაც ქალაქის მერი იყო გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერიამ 2015 წლის 9 ოქტომბერს მერიის სოციალურ პროექტ “იაფ სახლთან” დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი შეფასებული იყო 4 მილიონ ლარად. […]
მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – მას მოეხსნა 15.000 ლარიანი გირაო და დაუბრუნდება მანქანა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15.000 ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო. პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი. დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების […]
დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, განათლების მინისტრი ბაგრატ მანველიძე
მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში – დაკავებულები არიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. განცხადება ბათუმის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე , ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები. ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე. მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების […]










