ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესჩხოროწყუში ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული მ.შ, რომელიც მომხდარშია ბრალდებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს.

მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა 30 მაისს მოხდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.