თბილისში უზნაძის ქუჩაზე მამაკაცმა თავი მოიკლა, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცევები. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
”რუსთავი 2-ს ბოდიშს ვუხდით, ნასვამები ვიყავით” – ჟურნალისტებზე თავდამსხმელები გირაოთი გამოუშვეს
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულები ბრალს აღიარებენ და ბოდიშს უხდიან როგორც „კურიერის“ კორესპონდენტს, ასევე მთლიანად კომპანიას. ბრალდებულები განმარტავენ, რომ ნასვამები იყვნენ და თავი ვერ შეიკავეს. “კურიერის” ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს. ედიშერ მუშკუდიანსა და ოპერატორ ბაკურ ჩიხლაძეზე თავდასხმის გამო 2 პირია პასუხისგებაში მიცემული. „ვნანობ, ჩვენ რაც დავაშავეთ და გავაკეთეთ […]
რუსთავის რესტორანში ორმა მაგიდამ იჩხუბა – 12 საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს – ვიდეო
25 მაისს რუსთავში, რესტორან “სამეფოში” დიდი ჩხუბი მოხდა. რესტორნის გარე ვერანდაზე ორი სხვადასხვა სუფრის წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცავების 12 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით. დაკავებულია 2 მამაკაცი. ინფორუსთავი
ტრაგედია აღაიანში – ახალი დეტალები
7 თვის ბავშვის მკვლელობის საღამოს ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი, შაბათის კურიერთან იხსენებს. ის ამბობს, რომ ეძებს ძალას, გააგრძელოს ცხოვრება, შვილის გარეშე, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. ოთახში, სადაც გაგუდული შვილი ნახა, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც საბედისწერო ღამეს. მიხეილ დვალიშვილი მოჭიდავეა, სპორტული კარიერა აღაიანში დაიწყო, უნდოდა, უფრო მეტი გაეკეთებინა და სპორტული ოჯახის წევრი გამხდარიყო, თუმცა, ერთ დღეს მისი […]
სოსო გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე – ”მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია”
„მე მინდა, ეს ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია,“ – ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას გააკეთა. იოსებ გოგაშვილის განცხადებით, მისი მიზანია, რომ ვახა მაჩალიკაშვილმა გააანალიზოს, რომ მას პანკისის სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდის, თემირლანის […]
წალენჯიხაში ხრამში გადავარდა სატვირთო, რომელსაც პოლიცია მისდევდა – მძღოლმა ხასაიამ გადახტომა მოასწრო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. სატვირთო მანქანას 30 წლის ადგილობრივი ელგუჯა ხასაია მართავდა. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელგუჯა ხასაიას, სავარაუდოდ, სამართალდამცავები დაედევნენ, როდესაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ხრამში გადავარდა, თავად კი გადახტომა მოასწრო. “ჩემი ძმა ტყეში იყო წასული მორების შესაგროვებლად, როდესაც, როგორც ჩვენ ვიცით, ხუთი პოლიციელი დადგა თავს. ემოციურ ფონზე […]
საირმის ქუჩაზე მოსამართლის ჯიპი გაქურდეს
საირმის ქუჩაზე, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის კუთვნილი ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ძვირადღირებულ ჯიპს ჩამტვრეული აქვს ფანჯარა. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დილიდან მუშაობდნენ. ავტომობილი რომ, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ეკუთვნის, ამაზე საქარე მინაზე მოთავსებული საშვი მიუთითებს. კურიერის კამერასთან ავტომობილის პატრონი არ გამოჩენილა. რუსთავი2-ის ინფორმაციით, საირმის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს.
ქურდულ სამყაროზე ცრუ ჩვენებისთვის 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან […]
გიორგი ჭელიძეს 3,5 წელი მიუსაჯეს
“საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრს გიორგი ჭელიძეს სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ბრალდების საქმეზე გ.ჭ. დამნაშავედ ცნეს. “როგორც მერაბ კოსტავა ვერ გატეხეს, ისე ვერ გამტეხენ” – აღნიშნა სასამართლოზე ჭელიძემ. „სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. […]
სპეცოპერაცია ახალქალაქში – დააკავეს კიმ კუნგოიანი
ცოტა ხნის წინ, ახალქალაქში, ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დააკავეს ოპოზიციის მხარდამჭერი კიმ კუნგოიანი. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს. აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 2 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა. დაკავებული […]










