16 წლის ბიჭი, პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.არასრულწლოვანი, ამ წუთებში ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფება, სადაც მან მოძალადე სამართალდამცველები უნდა ამოიცნოს.
მოზარდის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 3 სამართალდამცველი უკვე ამოიცნო.
16 წლის ბიჭის ინფორმაციით, ის ოქტომბერში ქურდობის გამო დააკავეს, სამართლადამცავები კი, აღიარებითი ჩვენების და მოპარული ოქროს ნივთების შენახვის ადგილის დასახელებას თხოვდნენ.
მისივე თქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, სადაც წერია, რომ არასრულწლოვანს დაემუქრნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, გააუპატიურებდნენ, გადაიღებდნენ ვიდეოზე და გაავრცელებდნენ.
„მირტყამდნენ თავში, წელის არეში და სადაც მოუხერხდებოდათ ყველგან მირტყამდნენ. მოტეხილ ხელში მირტყამდნენ უმეტესად. როდესაც საავადმყოფოდან მომიყვანეს გამწარებულები იყვნენ რომ არ მიმიღეს მშობლების გარეშე და მაგ დროს მემუქრებოდნენ რომ ეხლაო, რაც იქ არ გაგიკეთეთ და რომ გეუბნებით გაგაუპატიურებთო და არ შევასრულეთო, ახლა რომ მოგიყვანეთო ბოთლზე დაგსვამთ და გაგაუპატიურებთო. რაღაც წამალს ამბობდა დავლევთო, რომ უფრო დიდხანს გაგრძელდესო შენი გაუპატიურების მცდელობაო. როდესაც მიმიყვანეს უკვე შარვალი გამხადეს და ბოთლს მადებდნენ” – აღნიშნავს არასრულწლოვანი.

