იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვეს

იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვესიტალიის ქალაქ პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ქართველი ტურისტი იტალიელ ადვოკატთან ერთად იყო. მათ ავტომობილთან 5 ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ისინი გაძარცვეს.

სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

იმედინიუსი