ქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლა

ქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლაქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას „არმნიუსი“ ავრცელებს.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გეღარქუნიქის პროვინციაში 26 წლის სომეხი მამაკაცი და ერევანში 71 წლის პენსიონერი ქართველმა წყვილმა მოკლა.

„არმნიუსის“ ცნობით, ბრალი საქართველოს სამ მოქალაქეს აქვს წაყენებული. ორ მათგანს ბრალი მკვლელობაში ედება, ერთს კი თანამონაწილეობაში.

სომხური მედია წერს, რომ ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სამ მოქალაქეს. ორ მათგანს მკვლელობაში სდებენ ბრალს, ხოლო ერთს მკვლელობის თანამონაწილეობაში.

სამივე ბრალდებულის საქმე სომხეთის პროკურატურაშია გადაგზავნილი.