საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში რიცხული, თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარზე მეტი ღირებულების […]
კატეგორია: სამართალი
„გაზპრომბანკის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა
,,გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის ვლადისლავ ივაევმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ- ქალიშვილი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცავთა თქმით, სახლის კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბინაში უცხო პირის შეღწევის, ან კარების გატეხვის კვალი არ აღინიშნება. ამიტომაც მკვლელობის მიზეზად მოსკოვის პროკურატურა საყოფაცხოვრებო კონფლიქტს ასახელებს.
სისხლიანი სპეცოპერაცია წყნეთში – ერთი გარდაცვლილი და დაკავებული სამართალდამცავი
მსხვერპლით დასრულდა წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაცია – გარდაცვლილია 30 წლის კაცი, მოქალაქის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დეტექტივს დაკავების ღონისძიებისას შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან. შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აპრილს მოხდა. “წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული […]
იყალთოში პოლიციელი სცემეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში პოლიციელს სცემეს. გიორგი დედაბრიშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლაჩაშვილიც მონაწილეობდა. ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი 17 ააპრილს, დღის საათებში, დედაბრიშვილის სახლის წინ მოხდა. “მთავარის” ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დედაბრიშვილმა რამდენიმე დღის წინ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, პირს ჯარიმა გამოუწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე […]
“ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები, პასუხს გაგებინებთ” – გორში დაკავებული ბუღალტრის შვილი
გორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გამო დაკავებული ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაღალჩინოსნებს მიმართავს. ის ყველას, ვინც საქმესთან კავშირშია მხილებასა და დასჯას ჰპირდება. მისი თქმით, დედამისს დაემუქრნენ, ეს სიბინძურე “აკიდეს” და გაწირეს. ქალი წერს, რომ ზემდგომების გარეშე არც ერთი გადარიცხვა არ ხდებოდა და მაღალჩინოსნების საქმის კურსში იყვნენ. “გგონიათ ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ […]
სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაიამ თავი მოიკლა
სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაია დაიღუპა. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ და დაუდევრობის ვერსიაზე საუბრობენ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. „საგუშაგოზე იდგა, ჩაიკუზა და მარცხით მოუვიდა. თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა”. – ამბობს ოჯახის ახლობელი. თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, პირველი კლასის რიგითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, […]
თვითმკვლელობა ლანჩხუთის სოფელ აკეთში
ლანჩხუთის სოფელ აკეთში მორიგი ტრაგედია დატრიალდა _ ბოლო ერთ თვეში მესამემ დაასრულდა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ბოლო შემთხვევას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ის ფაქტი, რომ გოჩა ქანთარია აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და ბოლო წლებში თავს თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა! ამის შესახებ გურია თუდეისთან ყვება და ასევე 29 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს მისი თანამებრძოლი არჩილ ხოფერია,რომლის […]
“არ შემიძლია შვილებს და ხალხს თვალებში ვუყურო” – გორში ბუღალტერ ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდეს
“2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია… შემდეგ რაც მოხდა, ვაღიარებ… არ შემიძლია გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში” – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ლუდომანი ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი საუბრობს, რომელმაც საბიუჯეტო თანხები ონლაინ ტოტალიზატორში გადარიცხა. ცნობილია, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ჩემი მუშაობის დაწყებიდან 2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია. ყველაფერი არის ხაზინაში და შეუძლიათ […]
პოლიციამ რეგიონებში იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი
სამართალდამცველებმა კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს […]
ქართველმა ქალმა ბერძენ დამსაქმებელს 133.000 ევროს ფული და ძვირფასეულობა მოპარა
44 წლის ქართველმა ქალმა ბერძენი დამსაქმებელი გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა სალონიკში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ქართველმა მომვლელმა სახლიდან ძვირფასეულობა და ფული გაიტანა. საერთო ჯამში, ნაძარცვის ღირებულება 133.000 ევროს აღწევს. სალონიკის პოლიციამ მძარცველი უკვე დააკავა. გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულს 2021 წლის ოქტომბრიდან, 2022 წლის აპრილამდე პერიოდში სჩადიოდა. პრაიმ ტაიმი









