მარტვილში გაუჩინარებული 13 წლის გოგო ნაპოვნია. “კურიერის” ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 13 წლის გოგო ოთხშაბათს დილით სკოლაში წავიდა და მას შემდეგ ოჯახი 3 დღის განმავლობაში სამართალდამცველების დახმარებით ეძებდა. რუსთავი 2
კატეგორია: სამართალი
ორსული ქეთა კეპულაძის მკვლელი ქმარი გოგა გზირიშვილი შეზღუდულად შერაცხადია
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია. აღნიშნულის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული. დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა. როგორც ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ […]
ვაკეში ავტობუსში პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 118-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
თბილისში ვაკეში ავტობუსში 65 წლის კაცმა ბიჭს ორჯერ ესროლა და მიიმალა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, “საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა”. “სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს. კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა. […]
მარტვილში 14 წლის გოგონა დაიკარგა
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 7 პირი. თბილისში დააკავეს: 1990 წელს დაბადებული ქ.ი. ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა. 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.თ. ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 17 საბრძოლო ვაზნა 1960 წელს დაბადებული ზ.ფ. ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი […]
ლანჩხუთის რესტორანთან 4 პირის დაჭრისთვის გ.პ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის […]
დეტექტივი ერიკ წურწუმია – “ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო”
ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო, – ეს სიტყვები სასამართლო პროცესზე ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივმა, ერიკ წურწუმიამ, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა, განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის სამწუხაროდ ვერაფერს შეცვლის. “სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი”,- განაცხადა წურწუმიამ. ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო […]
დეტექტივ ერიკ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ბრალდებულ დეტექტივს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ერიკ წურწუმიასთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარეს კი შუამდგომლობა საერთოდ არ დაუყენებია. პროკურორ ლევან ქუთათელაძის განმარტებით, ერიკ წურწუმიამ ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა […]
სისხლიანი გარჩევა ლანჩხუთში – დაჭრილია 4 ადამიანი
ლანჩხუთში ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი მოქალაქე. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს […]








