“როგორც მითხრეს, სწორედ იმ შენობაში მიმდინარეობდა სერიალ “დეტექტივების” გადაღებები, სადაც ლევან ჯიბღაშვილი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს” – ამის შესახებ მსახიობის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა. “მე რატომღაც არ მქონდა ეს სერიალი ნანახი… როგორც მითხრეს, სწორედ ამ შენობაში მიმდინარეობდა გადაღებაო. ხომ ხედავთ, ცხოვრება უცნაური რამ არის” – აღნიშნა გიგუაშვილმა. როგორც გადაცემაში სტუმრობისას […]
კატეგორია: სამართალი
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თბილისში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. რაც შეეხება ბავშვებს, თოდუა ამბობს, რომ ისინი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა. “წყნეთში ვუქირავე ბინა, ძიძაც ავუყვანე, ვუშოვე მანქანა. იქ უნდა შემესახლებინა. წუხელ, ქუთაისში დააკავეს. რა შეიცვალა არ ვიცი, დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მეც […]
მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ 1 კაცი მოკლა და მერე თავი მოიკლა
მოსკოვში საქართველოში მცხოვრებმა 60 წლის რუსლან აბდულაევმა, რომელიც ავტონაწილებით ვაჭრობდა, „ნოვი ჩერემუშკაში“ 50 წლის ვაგიფ გუმბატოვი ნაგანიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ crimerussia იუწყება. არსებული ინფორმაციით, მანამდე, აბდულაევის შვილი დიდი ოდენობით ვალებისთვის მოკლეს. სააგენტოს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს შუადღისით მოხდა, რომლის მთავარ ვერსიად შვილის გამო შურისძიება სახელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ის აზარტული თამაშებით იყო […]
მოსამართლე მადონა მაისურაძემ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ადგილი დაათვალიერა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის მოსამართლე მადონა მაისურაძე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. მოსამართლემ მტკიცებულებების, კონკრეტულად კი შემთხვევის ადგილის გამოკვლევა- დათვალიერება ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე განახორციელა. მოსამართლესთან ერთად ადგილზე პროკურორები, ბრალდებულის ადვოკატები და სამსონ ქუთათელაძის ვაჟი იმყოფებოდნენ. გენერალი სამსონ ქუთათელაძე, გასული წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში […]
მერაბ კვირიკაშვილი – ”მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი” – მორაგბემ ტრაგედიის მომენტი გაიხსენა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა. კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, როდესაც მოხდა შეჯახება. მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ […]
ინტერპოლით ძებნილი ალექსანდრე გლუშკოვი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – რუსეთის მოქალაქე ქართველი მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილებით იმუქრება
ინტერპოლით ძებნილი ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვებიდან ერთი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე გლუშკოვს საექსტრადიციოდ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. მეორე ძმის, ვლადიმერ გლუშკოვის სასამართლო პროცესი კი ერთ საათში გაიმართება. „კურიერის“ ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე რუსეთის მოქალაქე გლუშკოვები საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ. ძმებს, რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკურ დანაშაულისთვის, თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის […]
ჩხუბი მეტრო დელისთან – 4 პირი დააკავეს
თბილისის ცენტრში გვიან ღამით სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ დელისთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს. მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ […]
ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საბჭომ საკითხხი 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავდებულს უკვე აცნობა. მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მერაბიშვილის მიმარტ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. „ახალი გარემოება […]
ადვოკატი გიგუაშვილი _ ”ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკები საკუთარი საჭიროებისთვის ჰქონდა”
ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება პირადი მიზნებისთვის ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” გიგუაშვილმა მიაწოდა. „ეს ნარკოტიკული საშუალება სხვისთვის არ შეიძლებოდა დასჭირვებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, კვალიფიკაცია არა შეძენა-შენახვა იქნებოდა, არამედ სხვა. მას საკუთარი მიზნებისათვის, საჭიროებისათვის ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება შეძენილი და ინახავდა. ლევან ჯიბღაშვილი არის […]
ზუგდიდში პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართეს
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან, ცრუ ჩვენებისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დაკავებული ბესიკ დგებუაძის ახლობლებმა აქცია გამართეს. ოჯახის წევრები დღესვე ოლქის პროკურორს შეხვდნენ, რის შემდეგაც აქცია შეწყვიტეს. დაკავებულის მამის ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მან პროკურორს ციხეში მყოფი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე განმარტებით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობაზე იმსჯელებს, თუ სასამართლო პროცესზე შესაბამის […]










