მამამ შვილს დანა 4-ჯერ ჩაარტყა მკერდში – ჩუმლაყის მკვლელობის ახალი დეტალები

მამამ შვილს დანა 4-ჯერ ჩაარტყა მკერდში - ჩუმლაყის მკვლელობის ახალი დეტალებიმამა, რომელმაც შვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

69 წლის მამაკაცის დაკავების ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ურთიერთშელაპრაკების დროს მამამ შვილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით გუკლმკერდის არეში მიაყენა.

40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. მათივე თქმით, მამასა და შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. ცნობილია, რომ დაკავებულის მიმართ პოლიციას შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გაცემული.

”ნასმები იყვნენ და ხშირად ”სპორობდნენ” მამა-შვილი, – ამბობს გარდაცვლილის ბიძა ვახტანგ ლიპარტაშვილი, – მერე ის მოხდა, რომ დანა ჩაარტყა. ადგილზე დაიღუპა, აქ დაბლა საჩეხში.”

ჩუმლაყის სხვა მცხოვრები ამბობს, რომ მამამ შვილს დანა გულ-მკერდის არეში ოთხჯერ ჩაარტყა.

”თვითონ ლადო იყო ძალიან კარგი პიროვნება. შემთხვევა სახლში მოხდა წუხელ, გვიან მოხდა, 12-ის მერე სავარაუდოდ”, – ამბობს ის.

მერიის წარმომადგენელი ჩუმლაყში ზაზა რუაძე:

”დაკავებულია მამა და შვილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ხშირად არა, მაგრამ როდესაც სვამდა, კონფლიქტი ჰქონდათ”.

რუსთავი 2