ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია „ინტერ ავტო“ გაქურდეს – წაღებულია 2.000 ლარი და 50.000 ლარის ნაწილები

ზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია „ინტერ ავტო“ გაქურდეს - წაღებულია 2.000 ლარი და 50.000 ლარის ნაწილებიზუგდიდში ავტონაწილების მაღაზია „ინტერ ავტო“ გაქურდეს. წაღებულია თანხა და ავტო ნაწილები. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მაღაზიის მენეჯერმა მიხეილ პაჭკორიამ განუცხადა.

როგორც პაჭკორია ამბობს, დღეს დილით მაღაზიის კარი ჩამტვრეული დახვდა.

„გუშინ არ ვმუშაობდით. დღეს დილით რომ მივედით, მაღაზიის კარი დაგვხვდა ჩამტვრეული. წაღებულია ფული და ავტო ნაწილები. ზუსტ რაოდენობას ვადგენთ”, – აღნიშნა პაჭკორიამ.

“ინტერ ავტოს” მეპატრონის დავით გრიგოლიას ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 50.000 ლარის ნაწილები და 2.000 ლარი წაიღეს.

“როგორც თანამაშრომლები მეუბნებიან, დაახლოებით წაღებულია 50.000 ლარის ნაწილები და ქეშად 2.000 ლარი”, – ამბობს გრიგოლია.

ადგილზე მუშაობს პოლიცია. შს სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულუსხმობს. უწყებაში აცხადებდნ, რომ ზარალის ოდენობის დადგენა მიმდინარეობს.