ვარკეთილში გუშინ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. მომხდარი ყაჩაღობისას ორი პირი დაშავდა, მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო. დაკავების შესახებ შს სამინისტროში გამართული ბრიფინგის შედეგად გახდა ცნობილი. “მიმდინარე წლის 19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. […]
კატეგორია: სამართალი
უცნობმა სახლში ბენზინიანი ბოთლები შეყარა – ქუთაისში სახლი დაიწვა
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამბობს, რომ უცნობმა პირმა სახლში ბენზინით სავსე ბოთლები შეყარა, რის შემდეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების მუხლით დაიწყო.
ლიბერთი ბანკი ვარკეთილში ცრემლდენი გაზით დააყაჩაღეს – ვიდეო
ვარკეთილში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები და კლიენტები შეიარაღებული თავდამსხმელების ტყვეობაში აღმოჩდნენ. კადრებში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ჩანს რამდენად კარგად იყვნენ მომზადებული ყაჩაღები. სამი შეირაღებული თავდამსხმელი „ლიბერთი ბანკში“ 11:03 წუთზე შეიჭრა. დამნაშავეების დაჯგუფებას ნიღბები და სპეცტანსაცმელი ეცვათ. მათ შენობაში შესვლისთანავე ცრემლსადენი კვამლი გაუშვეს, რამაც ხილვადობა გაართულა. ამის შემდეგ კი პენსიის ასაღებად მისულ მოქალაქეების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი დაადეს […]
”ვიკივლეო და კივილზე წავიდაო” – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა
ყაჩაღობის მორიგი შემთხვევა – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა და თანხის გამოძალვა სცადა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა. ნიღბიანი ხალხმრავალ ლომბარდში დღის ორ საათზე შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მოლარე-ოპერატორი დახმარებას ითხოვდა. ამ წუთებში მოლარე-ოპერატორი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. „აფარებული ჰქონდა სახეზეო. თანხა არ წაუღიაო. ვიკივლეო და კივილზე წავიდაო, ასე თქვა ლომბარდის თანამშრომელმა,“ – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა. დაყაჩაღებული […]
„ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს
ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. “მიმდინარე წლის 31 მარტს […]
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში – „დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა“
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში – 28 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილია პირი, რომელმაც სავარუდოდ დანაშაული ჩაიდინა: „ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში და უახლოეს დღეებში მოხდება ამ პირის დაკავება და პასუხისმგებლობის […]
ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს – დაჭრილია 2 ადამიანი – ვიდეო
თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა […]
“საქართველოს რკინიგზის” 2 თანამშრომელი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე “საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატი“-ს სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2.440 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის […]
ბესიკ ლაგვილავას დაჭრისთვის ბეჟან გვაზავას ეძებენ – რა მოხდა გრიგოლიშში “ოცნების” შტაბთან
ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში სისხლიანი გარჩევა მოხდა – 28 წლის ბესიკ ლაგვილავას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც “ნიუპოსტისთვის” გახდა ცნობილი, გასროლა სავარუდოდ ბეჟან გვაზავამ მოახდინა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვაზავა “ქართული ოცნების” აქტივისტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის […]
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში – მძიმედ დაიჭრა 28 წლის ბესიკ ლაგვილავა
ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი გარჩევა მოხდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით დაჭრილია 28 წლის ბესიკ ლაგვილავა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს. ლაგვილავას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ლაგვილავას გადარჩენას ცდილობენ, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ნიუპოსტი









