ბესიკ ლაგვილავას დაჭრისთვის ბეჟან გვაზავას ეძებენ – რა მოხდა გრიგოლიშში “ოცნების” შტაბთან

ბესიკ ლაგვილავას დაჭრისთვის ბეჟან გვაზავას ეძებენ - რა მოხდა გრიგოლიშში "ოცნების" შტაბთანზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში სისხლიანი გარჩევა მოხდა – 28 წლის ბესიკ ლაგვილავას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც “ნიუპოსტისთვის” გახდა ცნობილი, გასროლა სავარუდოდ ბეჟან გვაზავამ მოახდინა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვაზავა “ქართული ოცნების” აქტივისტია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

იმ ადგილზე, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა ამ წუთებშ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის, “ოცნების” აქტივისტის, ბეჟან გვაზავას დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომრეობაში მყოფმა ბეჟან გვაზავამ 28 წლის ახალგაზრდას ცეცხლი გრიგოლიშის ცენტრში”ქართული ოცნების” შტაბის წინ გაუხსნა.

ბესიკ ლაგვილავას ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაჭრილი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება.

მას ჭრილობები გულის და მუცლის არეში აღენიშნება.