სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში – „დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა“

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში – 28 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილია პირი, რომელმაც სავარუდოდ დანაშაული ჩაიდინა:

„ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში და უახლოეს დღეებში მოხდება ამ პირის დაკავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. ბუნებრივია, როდესაც გამოცხადდება ან დავაკავებთ მოხდება შესაბამისი კითხვების დასმა და გავერკვევით მერე სიტუაციაში დეტალურად. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც მის პოლიტიკურ კუთვნილებას და არც მის შეხედულებებს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ყველა იმ პირის ვინც დანაშაულს ჩაიდენს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი