ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. “მიმდინარე წლის 31 მარტს […]
კატეგორია: სამართალი
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში – „დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა“
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში – 28 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილია პირი, რომელმაც სავარუდოდ დანაშაული ჩაიდინა: „ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დადგენილი გვყავს პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში და უახლოეს დღეებში მოხდება ამ პირის დაკავება და პასუხისმგებლობის […]
ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს – დაჭრილია 2 ადამიანი – ვიდეო
თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა […]
“საქართველოს რკინიგზის” 2 თანამშრომელი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე “საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატი“-ს სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2.440 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის […]
ბესიკ ლაგვილავას დაჭრისთვის ბეჟან გვაზავას ეძებენ – რა მოხდა გრიგოლიშში “ოცნების” შტაბთან
ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში სისხლიანი გარჩევა მოხდა – 28 წლის ბესიკ ლაგვილავას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც “ნიუპოსტისთვის” გახდა ცნობილი, გასროლა სავარუდოდ ბეჟან გვაზავამ მოახდინა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვაზავა “ქართული ოცნების” აქტივისტია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის […]
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში – მძიმედ დაიჭრა 28 წლის ბესიკ ლაგვილავა
ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი გარჩევა მოხდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით დაჭრილია 28 წლის ბესიკ ლაგვილავა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს. ლაგვილავას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ლაგვილავას გადარჩენას ცდილობენ, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ნიუპოსტი
ადვოკატი – “დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა, მერე ფული შესთავაზა, მერე ვიდეოს ატვირთვით დაემუქრა”
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დავით მუხრანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა გზით ცდილობს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სასამართლო დავის შეწყვეტაზე სხვადასხვა ფორმით დაითანხმოს, მათ შორის, თავის შეცოდების, ფულით მოსყიდვისა და მუქარის გზით. ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს 90 […]
ანკარაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისინი ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში აიყვანეს, საიდანაც ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები, მათ შორის, კომპიუტერები და ძვირფასეულობა ამოიღეს. დამნაშავეების კვალზე გამოძიება მას შემდეგ გავიდა, რაც ერთ-ერთ ბინაში, ძარცვის შემდეგ ეჭვმიტანილებმა ადგილობრივ სუპერმარკეტში შეძენილი საკვები დატოვეს. მაღაზიის სათვალთავალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ მათი იდენტიფიცირება შეძლო. ბრალდებულები წინასწარი […]
ტარიელ ონიანს რუსეთი ესპანეთს გადასცემს
კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანი პატიმრობიდან 9 აპრილს გათავისუფლდა , თუმცა ის კვლავ დააკავეს, ვინაიდან ესპანეთში მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის შსს-ში განუცხადეს, რომ ტარიელ ონიანი საერთაშორისო ცირკულარის საფუძველზე დააკავეს, რათა ესპანეთის შესაბამისი ორგანოებისთვის მისი გადაცემა უზრუნველყონ.
სუსმა გლდანის გამგეობის თანამშრომელი ზვიად დ. დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა […]










