ვანდალიზმის ფაქტი მოხდა კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დაუდგენელმა პირებმა ბიბლიოთეკა დააზიანეს. განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. გურჯაანის მერის, ინფორმაციით, იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად მოახერხა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
კატეგორია: სამართალი
ხაშურში 30 წლის ქალი სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს
ხაშურში 30 წლის ქალმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრებმა ის ჩამომხრჩვალი საკუთარი სახლის სარდაფში იპოვეს. პრაიმტაიმს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა უამბო, რომ ახალგაზრდა ქალის მეუღლე ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და სასმელის მიღებას ცოლსაც აიძულებდა. ნათესავის თქმით, ამის გამო ოჯახს პრობლემა არაერთხელ შექმნია არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა თვითმკვლელობა რამდენიმე თვის წინაც სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე […]
70 წლის თამაზ იმედაშვილი საკუთარი ხელით საფლავს ითხრის
70 წლის თამაზ იმედაშვილი საკუთარი ხელით საფლავს ითხრის. მან საკუთარი თავის ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტა და საფლავს გათხრა მისი გარდაცვლილი შვილის და მშობლების გვერდით გადაწყვიტა. თხრა რამდენიმე დღეა, დაიწყო, თვის ბოლოს კი დაასრულებს გეგმავს. წლებია, თამაზ იმედაშვილი მისი სახლის ძარცვის გამოძიებას ითხოვს. ამტკიცებს, რომ საგვარეულო ავეჯი და ანტიკვარები მეზობლებმა მოჰპარეს. მოხუცი ამბობს, რომ იცის, რომელ მეზობელს […]
“ფულს თუ არ გადამიხდი, მოგკლავ” – რუსთავში გ.ს. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო […]
რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსის გამო დააკავეს
რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მამაკაცი გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა. საბოლოოდ კი მამაკაცმა გოგონას ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ რაც არასრლუწლოვანის ოჯახის წევრებმა ფაქტის შესახებ შეიტყეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 30 […]
გორის პატრულმა და მოქალაქემ ერთმანეთი დაწყევლეს
– “არ მოგახმაროს ღმერთმა ეს ჯარიმა”, – უთხრა 50 წლამდე ასაკის ქალმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მას შემდეგ, რაც პატრულმა მისი მეუღლე საგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. “შენკენ იყოს ეს ყველაფერი”,- უპასუხა პატრულმა. “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელმაც პატრულის მტკიცებით საგზაო მოძრაობის წესები გორის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია, პატრულს არაერთხელ უთხრა, რომ ჯარიმას უსამართლოდ უწერდნენ. […]
„1 აპრილი რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც” – პოლიციამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე გამოკითხა
პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე, გამოკითხეს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ყოფილი მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებას. ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ კახა წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა წერეთელმა განუცხადა, ლევან ჩხეიძის პოლიციის განყოფილებაში დაბარება მის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს უკავშირდებოდა. „გამოკითხვა ეხებოდა გარკვეულ პროცესუალურ საკითხებს. ამ შემთხვევაში გამოძიებას აინტერესებდა, რამდენად […]
სამი სახლიდან მოპარული სამკაულები და თანხა – პოლიციამ ბოლნისში 32 წლის ახალგაზრდა დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფგორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან […]
გიორგი მიქელაძე ეკატერინე მეტრეველს თაღლითობას აბრალებს
ახალგაზრდა მამაკაცი ტურისტულ სააგენტოს მფლობელს თაღლითობაში ადანაშაულებს და გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს. გიორგი მიქელაძე ამტკიცებს, რომ გორში მდებარე სააგენტოს ხელმძღვანელი მას ნორვეგიაში სამსახურის შოვნას დაჰპირდა, თუმცა მისგან მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანი მიიღო. კვირაში რამდენჯერმე წეროვანიდან გორში გიორგი მიქელაძე თავისი ფულის დასაბრუნებლად ჩადის. ტურისტული სააგენტოს მფლობელს მან 3 ათას ევრომდე გადაუხადა. გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ […]
იან არველაძემ სამიქაოში ნუგზარ მიქაძე მოკლა და მერე თავი მოიკლა
მკვლელობა და თვითმკვლელობა მოხდა აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში. 51 წლის იან არველაძემ საკუთარ მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ნუგზარ მიქაძე ადგილზე გარდაიცვალა. 59 წლის მამაკაცს ფსიქიური პრობლემების მქონე მეზობელმა ზურგიდან ესროლა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, იან მიქაძემ საკუთარი სახლის უკანა ეზოში თავი მოიკლა. ადგილობრივების თქმით, მეზობლებს ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონიათ. არველაძე პერიოდულად სენაკის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა. ცხედრები […]










